აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოზიციასთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ განაცხადა:
„ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილს გაერთიანდეს ჩრდილოეთ ოსეთთან რუსული სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნაბიჯი სრულად აკმაყოფილებს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
„სუვერენული დამოუკიდებელი აფხაზეთი განაგრძობს ურთიერთობას მოკავშირე რუსეთთან 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულების მკაცრი დაცვით, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ დებულებებს:
– თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნა
– ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირება
– აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
– რუსეთის ფედერაციის ინიციატივითა და დახმარებით განხორციელებული პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესებში აფხაზეთის რესპუბლიკის სრული მონაწილეობის პირობების შექმნა“
კომენტარები