• რეკლამა
  • კონტაქტი
18:14, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუს-თან, სლოგანით: „თავისუფლება და სოლიდარობა ხაბეს“, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
12:37 12-04-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„თავისუფლება და სოლიდარობა ხაბეს“- ამ სლოგანით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, პატიმრობაში მყოფი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

პარტიის წევრები, ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილი ციხეში მისი პოლიტიკური განცხადების გამო იმყოფება. როგორც მათ აღნიშნეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ლევან ხაბეიშვილის სახით „ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა პოლიტიკოსი მისი პოლიტიკური განცხადების გამო დაატყვევა“.

აქციაზე განცხადება გააკეთა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა, მარიამ დოლიძემ.

„ლევან ხაბეიშვილი არა დანაშაულისთვის, არა ქმედებისთვის – არამედ სიტყვისთვის, პოლიტიკური განცხადებისთვის ჰყავს ივანიშვილს 4 კედელში გამოკეტილი! 2024 წელს, რუსული კანონის მიღებისას, ახალგაზრდის დასახმარებლად გაქცეულს, რუსული რეჟიმის ომონი სასიკვდილოდ გაუსწორდა. ნახევარი საათის განმავლობაში აწამებდნენ, სახის ძვლებს ულეწავდნენ, ამბობდნენ, რომ უნდა მოეკლათ და შემდეგ ეთქვათ, რომ თავი დაარტყა…

ლევან ხაბეიშვილის წამებისას, ადგილზე იმყოფებოდნენ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები, რომლებიც თავად ლევან ხაბეიშვილმა ამხილა მეორე დღესვე – თუმცა, დღემდე 1 კაციც კი არ დაუკითხავთ, არათუ დაუკავებიათ!

13 წლის განმავლობაში ამხელდა ივანიშვილის კორუფციაში ჩაძირულ რეჟიმს და მის ხელის ბიჭებს, მათ კორუფციულ საქმეებსა და სქემებს – ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, ფარცხალაძეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ჭიკაიძეს, ხმალაძეს… რომელთა ბრალეულობასაც ყოველდღიურად ადასტურებს თავად ე.წ. „ხელისუფლება“. მაგრამ, 11 სექტემბერს რუსი ივანიშვილის მწამებელმა რეჟიმმა – ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური განცხადებისთვის, სიტყვისთვის დაატყვევა!“, – განაცხადა მარიამ დოლიძემ.

მარიამ დოლიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილს არც სატელეფონო ზარის და არც პაემნების უფლება არ აქვს.

„85 დღეა, რაც პოლიტიკოსი დატუსაღებულია – არა დანაშაულისთვის, არა კანონდარღვევისთვის, არა ქმედებისთვის – არამედ სიტყვისთვის! სიტყვისთვის, სადაც იგი მოუწოდებდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს – არ ეწამებინათ, სახის ძვლები არ დაემტვრიათ, არ მოეკლათ, არ ეცემათ ქართველი ხალხი!

ივანიშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა არც ლევან ხაბეიშვილის წამება და ჯანმრთელობის შერყევა, არც ტყვეობა აღმოჩნდა საკმარისი და უკვე 85 დღეა, რაც იგი გარე სამყაროს სრულად არის მოწყვეტილი: არა ზარი, არა წერილი, არა პაემანი რა არის ეს თუ არა ადამიანის წამება?! მინდა მივმართო, ლევან ხაბეიშვილის „საქმის“ – „ღირსებაშელახულ“ მოწმეებს – დადგება დღე, როდესაც საკუთარ სინდისს ვეღარსად დაემალებით! თავისუფლება ივანიშვილის პირად ტყვეს ლევან ხაბეიშვილს!

თავისუფლება – ირაკლი ნადირაძეს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს, ლაშა ბერიძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს, მადლობა მათ – ვინც გვაბრძოლა, ვინც იბრძოლა და ვინც იბრძვის! თავისუფლება საქართველოს!“, – განაცხადა მარიამ დოლიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved