• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუს-ში ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით მემუქრებოდნენ, ხელი დაადე ზოდელავა-ბურჭულაძესო და ამ ამ პროცესს ხურავთ? – ბაჩო ახალაია მოსამართლეს

ალია ავტორი - ალია
14:10 12-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

სუს-ში ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით მემუქრებოდნენ, ხელი დაადე ზოდელავა-ბურჭულაძესო და ამ ამ პროცესს ხურავთ? – ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ბაჩო ახალაია მოსამართლე მეია მელქაძეს მას შემდეგ, რაც მან პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.

ახალაიმ თქვა, რომ სუს-ში მას ტერორი მოუწყეს, თუმცა ამის მიუხედავად მეგობრებს ხელი მაინც არ დაადო. 

15 წუთი მომცეს იმისთვის, რომ მურთაზ ზოდელავასთვის და პაატა ბურჭულაძისთვის დამედო ხელი – თქვა სხდომაზე ყოფილმა ძალოვანმა.

 საფლავიდან ამოვთხრი – ასე შევუთვალე ვინც ეს შემომითვალა – განაცხადა ახალაიამ პროცესზე.

“რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა? რა არის მიზანი? იმიტომ, რომ უბრალოდ ადამიანები არ მოვიდნენ და გაიგონ ვინ არის და არ არის დამანშავე?ან ის, რომ მე რა არგუმენტები მაქვს, რომ ვერ გაიგონ? მაკვირვებს და მაინტერესებს რა საფუძვლით ხურავთ? ანის გაძევებაც ვერ გავიგე? ბრალდებულია? ვერ გავიგე მისი სატატუსი! ყველა ინტერესში უნდა შედიოდეს რა დევს ამ საქმეში? მოკლედ თუ გნებავთ მეც არ დავესწრები. არც ჩემს მეუღლეს ასწრებთ.

სხვათაშორის ქალბატონო მეია – რამდენიმე საათის წინ ამ დახურვასთან დაკავშირებითაც იყო უცნაური რაღაცეები -ჯერ ადვოკატებს მოაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე.  მინდა საჯაროობა, მინდა ყველამ ნახოს რა მტკციებულებები დევს ამ საქმეში. 

ჩემს მეუღლეს დაატოვებინეთ დარბაზი – რამდნიმე საათია მას შემდეგ გასული, რაც ის დააკავეს ჩემთან ერთად და სუსის შენობაში მითხრეს, რომ ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ, ან პაატა ბურჭულაძეს და მურთაზს ამხელთ ძალადობაშიო. ეს მითხრეს პირდაპირ. ცოლს დავიჭერთო და 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ 10 წლით ობლადო.

მე მითხრეს გასაგებად რომ ან იტყვი, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს მურთაზი და სხვები, თორე დავიჭერთ შენს ცოლსო. დროს მაძლევდნენ 10 წუთი, 15 წუთი, გესმით? და ამ პროცეს ხურავთ? სადაც მე მემუქრებიან ცოლის დაჭრით და შვილის ობლად დატოვებით? იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებზე არ მივეციჩვენება? არა ვუთხარი. ამის მერე მითხრეს,  რომ შენი შვილი დარჩება ობლადო. ეს არია ტერორიზმი. საფლავიდან ამოვთხრი – ასე შევუთვალე ვინც ეს შემომითვალა. სახელების და გვარების დახურვა გინდათ?
პრეცედენტი ამის ვერ ვიპოვე, რაც კაცს უთხრეს რომ შენ თუ შენი ძმაკაცების წინააღდმეგ არ მისცემ ჩვენებასო. სტალინის ეპოქა გამახსენდა”, – განაცხადა ბაჩო ახალაიმ სხდომაზე. 

ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ პროცესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. სხდომა მანამდე დაატოვებინეს ახალიას ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved