სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს, წარუდგენენ. ყოფილ მაღალჩინოსანს ადვოკატები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გუშინ დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.














კომენტარები