• რეკლამა
  • კონტაქტი
06:33, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუს-ის ჩეტი: ფალავანდიშვილს მამა ბასილმა Pride-ს აქციისთვის კვერცხების სროლის კურთხევა მისცა

ალია ავტორი - ალია
12:31 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, 2019 წლის 14 ივნისს პუტინისტ გურამ ფალავანდიშვილს მმკ-ს წევრმა, მღვდელ-მონაზონმა ბასილ ანთაძემ Tbilisi Pride-ს ორგანიზატორებისა და მხარდამჭერებისთვის კვერცხების და პომიდვრების სროლის კურთხევა მისცა.

მაშინ მთავრობის კანცელარიასთან TBILISI PRIDE-ს აქცია სახელწოდებით სახელმწიფოვ, სად ხარ სპატრიარქოს განცხადების შემდეგ დაიგეგმა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსების მარშთან დაკავშირებით უცხოელ ელჩებს მოუწოდა, ნუ წაახალისებენ “მსგავს აქტივობებს”, ხოლო ხელისუფლებას – არ დაუშვას გეი პრაიდის ჩატარება.

მანამ, სანამ ადგილზე ორგანიზატორები და მხარდამჭერები შეიკრიბებოდნენ, მთავრობის კანცელარიასთან სასულიერო პირები, მათ შორის მმკ-ს წევრები, ასევე, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე და მათი მხარდამჭერი ორკები მივიდნენ. მაშინ პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა და “არეულობას განარიდა”, მერე კი, კორდონი გააკეთა და თბილისი პრაიდის მხარდამჭერებს კანცელარიის კიბეებთან მოუხდათ აქციის ჩატარება, ორკები აქციის მონაწილეებს უშენდნენ ბოთლებს და სხვადასხვა ნივთს. სუს-ის ჩეტის მიხედვით, აქციის პარალელურად, გურამ ფალავანდიშვილმა მმკ-ს იდეოლოგს, ბასილ დიდის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, მღვდელ-მონაზონ ბასილ ანთაძეს დაურეკა და კვერცხების სროლის კურთხევა ითხოვა. 

“დეკანოზმა მოიწონა ფალავანდიშვილის იდეა და განუცხადა, რომ კარგი იქნება თუ ისინი ლგბტ თემის წევრებს ესვრიან კვერცხებს და პომიდვრებს. ხსენებულზე ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ თუ შეძლო და არ გაჩხრიკეს, ახლომდებარე მაღაზიიდან შეიძენს კვერცხებს და პომიდვრებს” – ნათქვამია სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში.


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved