სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს – ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მათი ცნობით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა.
სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.
ცნობისთვის, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დანიშვნიდან არასრული 5 თვის შემდეგ მმართველ გუნდთან კონსულტაციით დატოვა. პრემიერმა სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა ივანე დღეს 23 აგვისტოს წარადგინა .
კომენტარები