• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სუს-ი და ფინანსური პოლიცია გაუქმდება” – სააკაშვილის 9-პუნქტიანი გეგმა

ალია ავტორი - ალია
15:43 09-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

“9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ” – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ამ სახელწოდებით 9-პუნქტიანი გეგმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

1. პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზირებული. ამაში იგულისხმება როგორც საპატრულო პოლიცია, ისე კრიმინალური პოლიცია და ასევე საპოლიციო სპეცრაზმები. იგი იქნება მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში შსს-თან, ხოლო მისი ხელმძღვანელი შსს მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მისი დამტკიცებისთვის არა უბრალოდ პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის არა ნაკლებ ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

2. იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა სასჯელაღსრულების სამსახური. აქაც, სამსახური მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში იქნება იუსტიციის სამინისტროსთან, ხოლო მისი ხელმძღვანელი მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მისი დამტკიცებისთვის არა უბრალოდ პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის არა ნაკლებ ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

3. პროკურატურა გაიყოფა ორ უწყებად: შეიქმნება ზოგადი პროკურატურა და სამოხელეო საქმეთა პროკურატურა, რომლებიც არც ვინმეს ქვემდებარეობაში იქნება და არც ურთიერთდამოკიდებულებაში. ამ უწყებების ხელმძღვანელები სამოქალაქო სექტორიდან დასახელდება და დამტკიცებისთვის ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

4. ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შეირჩევა ოპოზიციიდან.

5. სუსი გაუქმდება – სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან მიმართებაში მცირე კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს. ეს მტკივნეული თემა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავხუროთ და წარსულს ჩავაბაროთ. პოლიტიკური პოლიცია საქართველოში აღარ იარსებებს. კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტული სამსახურები გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

6. ე.წ. მოსმენის გასაღები გადაეცემა დამოუკიდებელ სასამართლოს და სახალხო დამცველს ამ ფუნქციის განხორციელებაზე სრული და შეუზღუდავი მონიტორინგის ფუნქცია მიენიჭება.

7. ფინანსური პოლიცია უნდა გაუქმდეს. თავისუფალი მეწარმეობისა და ბიზნესმენების მაკონტროლებელი ძალოვანი, იარაღიანი, სამართალდამცავი სტრუქტურა არ გვჭირდება. მოხდება ეკონომიკური და საგადასახადო დანაშულების უმრავლესობის დეკრიმნალიზაცია, დარჩენილთა მიმართ კი გამოირიცხება პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება, ასევე როგორც სასჯელი.

8. სასამართლო ექსპერტიზა ცენტრი ჩამოყალიბდება როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი უწყება. ბიუროს ხელმძღვანელი სამოქალაქო სექტორიდან დასახელდება და დამტკიცებისთვის ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს.

9. სასამართლო რეფორმის ჩავარდნას მე, პირადად, ძალიან განვიცდი. გულწრფელად ვთქვათ, ჭკუის სასწავლებელი, მწარე გაკვეთილი მივიღეთ – ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს,”- ასეთია მიხეილ სააკაშვილის გეგმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, სასამართლოს რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება.

“სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, არა მხოლოდ მმართველი ძალის, უბრალოდ საპარლამენტო ურმავლესობის მიერ.

ამ პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის შეთანხმებები, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან საჯარო და გამჭვირვალე განხილვების შედეგად მივაღწიეთ – მათ შორის, უცხოელი მოსამართლეები განმწესდება ზედა ინსტანციებში, მოსამართლეთა არჩევითობა, კომერციული დავებისთვის ცალკე სისტემსი შექმნა, ნაფიც მსაჯულთა სასამრთლოს კომპეტენციის გაფართოვება, იუსტიციის საბჭოს რეფორმა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და სხვა”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved