• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სურდა თუ არა პატრიარქს მიტროპოლიტი შიო მომავალ პატრიარქად?” – არჩილ გამზარდია

"პატრიარქისთვის თუ მიტროპოლიტი შიო იყო გამორჩეული და სურდა ის პატრიარქად, ან ხედავდა მას პატრიარქად, პატრიარქ ილია მეორეს სიცოცხლეშივე შეეძლო მარტივად გაეპატრიარქებინა მიტროპოლიტი შიო, რადგან პატრიარქის ნების წინააღმდეგ მღვდელმთავრები ვერ წავიდოდნენ. პატრიარქს შეეძლო გადამდგარიყო ან გამხდარიყო საპატიო პატრიარქი და სინოდისთვის აერჩევინებინა ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი შიო. რადგან პატრიარქმა ეს არ გააკეთა, ცხადია, ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს თავის სიცოცხლეში მსგავსი არჩევანი და არც მიზანი არ ჰქონია მიტროპოლიტი შიო პატრიარქი გამხდარიყო"

ალია ავტორი - ალია
21:18 03-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
275
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

სურდა თუ არა პატრიარქს მიტროპოლიტი შიო მომავალ პატრიარქად?

✅️ რატომ სჭირდებოდა პატრიარქს მოსაყდრე 2017 წელს? მითუმეტეს იმ ფორმით, რაც ქრისტიანული დოგმატიკის სივრცეში არ არსებულა? ამის ერთ-ერთი პასუხია ის „ინტრიგა“, რომელიც პატრიარქის ხმის გარშემო არსებობდა მოსაყდრეობასთან დაკავშირებით და რაც 2017 წელს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის შესაძლო საფუძველი უნდა ყოფილიყო. არსებობს ვერსია, რომ პატრიარქს დამატებითი ფუნქციების დამხმარე სჭირდებოდა და ამისათვის გამოარჩია მოსაყდრე 2017 წელს, მაგრამ მიტროპოლიტი შიო ისედაც იყო მისი ქორეპისკოპოსი და ამ მხრივ დამხმარეც. სინამდვილეში, პატრიარქმა სასიცოცხლო რისკები რომ შეიგრძნო, პირველივე ქორეპისკოპოსი წარმოადგინა მოსაყდრედ. ისიც საგულისხმოა, რომ მის მაშინდელ განჩინებაში საპატრიარქო ბეჭედიც კი ძველი იყო გამოყენებული და არა ის, რომლითაც იმ დროს სარგებლობდა. მოსაყდრის დასახელებით პატრიარქმა ეს რისკი მოიხსნა იმით, რომ დანიშნა ეს მოსაყდრე. ამ „გამორჩევაში“ რაიმე პიროვნული ან პატრიარქის შინაგანი ფაქტორი კი არ იყო, უბრალოდ ორიდან ერთი ქორეპისკოპოსი დანიშნა ტექნიკურად და საკითხი დახურა.
✅️ პატრიარქისთვის თუ მიტროპოლიტი შიო იყო გამორჩეული და სურდა ის პატრიარქად, ან ხედავდა მას პატრიარქად, პატრიარქ ილია მეორეს სიცოცხლეშივე შეეძლო მარტივად გაეპატრიარქებინა მიტროპოლიტი შიო, რადგან პატრიარქის ნების წინააღმდეგ მღვდელმთავრები ვერ წავიდოდნენ. პატრიარქს შეეძლო გადამდგარიყო ან გამხდარიყო საპატიო პატრიარქი და სინოდისთვის აერჩევინებინა ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი შიო. რადგან პატრიარქმა ეს არ გააკეთა, ცხადია, ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს თავის სიცოცხლეში მსგავსი არჩევანი და არც მიზანი არ ჰქონია მიტროპოლიტი შიო პატრიარქი გამხდარიყო.
✅️ კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ადასტურებს რომ პატრიარქი არ ცდილობდა მიტროპოლიტი შიოს გაპატრიარქებას არც სიცოცხლის შემდეგ არის ის, რომ მინიმუმ 5 თუ 6 ეპარქია დარჩენილია მღვდელმთავრის გარეშე ან ერთი ეპისკოპოსი ითავსებს სხვა და სხვა ეპარქიების მმართველობას. პატრიარქის სურვილი რომ ყოფილიყო, პატრიარქი სულ ცოტა, მიტროპოლიტ შიოს მისცემდა შესაძლებლობას, ამ ეპარქიებისთვის თავისთვის სასურველი ეპისკოპოსები გამოერჩია და ამით, სამომავლოდ, 5-6 ეპისკოპოსით მეტი მხარდამჭერი ჰყოლოდა სინოდში, მაგრამ ეს პატრიარქ ილია მეორეს არ გაუკეთებია, არც მიტროპოლიტი შიოსთვის მიუცია მსგავსი უფლება ან შესაძლებლობა. ეს ასევე ადასტურებს, რომ პატრიარქს სინამდვილეში მიტროპოლიტი შიოს გაპატრიარქების სურვილი არ ჰქონია და არ ეხმარებოდა მას.
✅️ ამას გარდა, თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ ჩანაწერს ან პატრიარქის გამოსვლას, სადაც ის მიტროპოლიტ შიოს გაპატრიარქების მომხრეობას, ან მხარდაჭერას, ან მის მომავალ პატრიარქად სურვილს გამოხატავს. ასეთი მხარდაჭერა პატრიარქ ილია მეორეს არასდროს გამოუხატავს მიტროპოლიტის მოსაყდრედ დანიშვნიდან 9 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ პატრიარქს როდესაც რომელიმე სასულიერო პირის მხარდაჭერის სურვილი ჰქონდა, ყოველთვის ღიად, მკაფიოდ და მტკიცედ გამოხატავდა. მიტროპოლიტი შიოს მიმართ კი პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი მხგავსი პრეცენდენტი.
✅️ კიდევ ერთი ფაქტორი იმისა, რომ პატრიარქი მიტროპოლიტი შიოს მხარდაჭერას არ ცდილობდა სინოდშიც კი, არის ის ფაქტი, რომ პატრიარქი არასდროს ცდილობდა სინოდის წევრები ჩაეყენებინა მოსაყდრის სამსახურში. იმის გამო, რომ სინოდის წევრების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა მიტროპოლიტ შიოს არ ჰქონია, მან შექმნა სინოდალური კომისია, რითიც ცდილობდა წმინდა სინოდის ჩანაცვლებას და სადაც მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსი უმაგრებდა ზურგს მოსაყდრის ქმედებებს. ეპისკოპოსების უმრავლესობამ მასთან თანამშრომლობა არ ისურვა და პატრიარქის სიცოცხლეში, პატრიარქისადმი მოკრძალების გამო, ნეიტრალურობა არჩია, თუმცა მიტროპოლიტ შიოსთან არ უთანამშრომლიათ. პატრიარქი მიტროპოლიტ შიოს ამ არ დახმარებია ურთიერთობების დონეზეც კი. ეს ყველაფერი პატრიარქმა არ ჩათვალა საჭიროდ.
⚠️ ამ მოცემულობით, როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ პატრიარქის ნება მომავალ პატრიარქთან მიმართებაში, მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრეობა იყო ტექნიკური და არა გამორჩევითი გადაწყვეტილება. გამორჩევითი გადაწყვეტილების დროს პატრიარქის როლი იქნებოდა სრულიად განსხვავებული, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტა ორიდან ერთ-ერთი ქორეპისკოპოსი დაენიშნა მოსაყდრედ და ამით საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის რისკები შეემცირებინა.
“>

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved