• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სულხან პაპაშვილი, ვოლოდიმირ ნოსოვი და ლიცენზიის ნებართვა, რომელსაც “დააკვირდებიან” – რა განცხადებას აქვეყნებს ეროვნული ბანკი?

ალია ავტორი - ალია
20:22 11-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
587

ლიცენზია რუსეთთან დაკავშირებულ ციფრულ ბანკს – “ჰეშ ბანკისთვის” საქართველოში ფუნქციონირების უფლების მიცემას ეროვნული ბანკი განცხადებით ეხმაურება. სებ- წერს, რომ “კომპანია “ჰეშზე” ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნულმა ბანკმა, კომპანიის ორივე დამფუძნებელთან – სულხან პაპაშვილთან და ვოლოდიმირ ნოსოვთან – დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის განუხრელი დაცვით იმოქმედა”.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება სს “ჰეშისთვის” საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული პირისა და მედიის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზიის გაცემისას არ შეისწავლა ბანკის დამფუძნებელთა, აქციონერთა და მენეჯმენტის ბიოგრაფიები და ლიცენზია გასცა სანქცირებულ პირებზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა და საფინანსო სექტორი არის ღია და გამჭვირვალე. ეროვნული ბანკი კი ყოველთვის მოქმედებს ყველა იმ სტანდარტისა და ნორმის მოთხოვნის შესაბამისად, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრაქტიკით. სებ-ი იყო და მომავალშიც დარჩება საზედამხედველო ორგანოდ, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსური სისტემის მდგრადობას და იმავდროულად, საფინანსო სექტორს არ მისცემს საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებას.

კომპანია “ჰეშზე” ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კომპანიის ორივე დამფუძნებელთან – სულხან პაპაშვილთან და ვოლოდიმირ ნოსოვთან – დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის განუხრელი დაცვით იმოქმედა. მათ შორის, ლიცენზირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონთან ფორმალური და ფაქტობრივი შესაბამისობის ნაწილში და მიიღო ერთადერთი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, ლიცენზიის გაცემა მოხდა მას შემდეგ, რაც სს “ჰეშის” მენეჯმენტის მხრიდან ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი დადგენილ ვადებში.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაში არსებული კომპანია WhiteBIT-ი ფლობს VASP-ის ლიცენზიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, ესპანეთსა და ლიეტუვაში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი WhiteBIT-მა დატოვა რუსეთის ბაზარი.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ “ჰეშ ბანკის” არცერთ დამფუძნებელზე არ არის გაცემული საერთაშორისო ფინანსური სანქცია, რომელსაც საქართველოა მიერთებული. ეს ეხება აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს.

შეგახსენებთ, რომ სს “ჰეში” საბანკო ლიცენზიის მიღებიდან 7 თვის მანძილზე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.

ზოგადად, არსებული პრაქტიკით, ციფრული ბანკის ლიცენზიები თანდართული პირობებით გაიცემა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დეპოზიტარების დაზარალების რისკებს. თუკი ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელ მესაკუთრეებთან მიმართებაში ფაქტობრივი მოცემულობა შეიცვლება, სებ-ი ტრადიციულად იმოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ბანკის დეპოზიტარებსა და ფინანსურ სტაბილურობას რისკები არ შეექმნება.

ასევე, როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე ე.წ. ციფრული ბანკები დროის რეალურ გარემოში ოპერირებას იწყებენ ლიცენზიის გაცემიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც დამატებითი დროა სებ-ისთვის პროცესებზე დასაკვირვებლად, – წერს ეროვნული ბანკი.

განცხადება ეროვნულმა ბანკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია თურნავამ საქართველოში ფუნქციონირების უფლება ისეთ ციფრულ ბანკს  მისცა, რომელიც უკრაინელ პრორუს დეპუტატებთანაა დაკავშირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ერთ-ერთ მათგანს მიღებული აქვს ვლადიმერ პუტინის პირადი ჯილდოც. 

თეგები: ნათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved