• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სულ ზეპირად გვასწავლა ბიძინამ თავისი “კანიოკის” პრიმიტივიზმი” – ზურაბ ჯიბღაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:20 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:

აგერ ბატონო, სულ ზეპირად გვასწავლა ბიძინამ თავისი “კანიოკის” პრიმიტივიზმი. ორი წლის წინ რომ გააპრემიერა გახარია, მაშინ ვამბობდი გასწია და მერე პასუხისმგებლობას გადააკისრებს მეთქი. ბოლოს 20 ნოემბერზეც ამას შეახოცეს ხელები და პასუხისმგებლობა გადააკისრა კი არა, სულაც მოღალატეს ეძახიან.

ჰო, ისე ორ წელზე მეტ ხანს ვერავის იტანს, მერე მართლა პრეზიდენტები და პრემიერები შერჩება ხოლმე ხელთ.

2019 წლის წერილი:

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი აზრით წაუგებელი თამაში დაიწყო:

1. „დახვეწილი“ (!) საპარლამენტო მმართველობის პირობების შესაბამისად, გახარია უდავოდ დააწინაურა. გავლენით პირველი მინისტრი, ნამდვილად პირველ მინისტრად – მთავრობის თავმჯდომარედ გაამწესა;

2. თუმცა, შორის ვართ ამ დეკლარირებული „დახვეწილი“ საპარლამენტო მმართველობისგან თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებისა, ბიძინა ივანიშვილი როლურად არ განსხვავდება მიშა სააკაშვილისგან. ვგულისხმობ იმას, რომ ისიც მთავრობის უფროსის უფროსია;

3. ამ ლოგიკით და მმართველობაზე ამ გავლენის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილმაც ისევე გაწია გახარია, როგორც მიშა სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი;

4. ამ ფორმალურად ზუსტად დაწინაურების შესაბამისად, გახარიას რაღაც ეტაპზე და დონემდე მისცემს დამოუკიდებლობას. მისცემს უფლებრივ ასპარეზს, რომ მერე პასუხისმეგბლობაც ადვილად გადააკისროს. არ მგონია ამ მოცემულობაში გახარიას მეტი ფუნქციაღა ჰქონდეს შერჩენილი. მოკლედ, მღელვარების (ნაცური „რევანშის“ ფონზე) არ მოხსნა, დამარცხებად რომ არ მიჩნეულიყო. მაგრამ ესეთი კოჭლი შს მინისტრიც აღარაფერს იძლეოდა. ხოდა, აი ასე ჭკვიანურად ჩამოაცილა შს მინისტრის პოსტს. მგონია, ესე ფიქრობს;

5. თან კიდევ, შს მნისტრად ისევ პერსონალურად თავისი კადრი დანიშნა. გახარია შს მინისტრად მუშაობის პერიოდში პერსონალურად ექვემდებარებოდა ბიძინა ივანიშვილს. ხოდა აი ამ კადრის მთავრობის თავმჯდომარედ „დაწინაურების“ მერეც კი აღარ გააყოლა თან ის ნდობა. შს მინისტრად ისევ პერსონალურად მის მიერ კონტროლირებადი კადრი წარადგინა, თანაც, გიორგი გახარიასთან დაპირისპირებული. ამ პოზიციაზე მანამდეც ესეთი კადრი (ირაკლი ღარიბაშვილი) იხილებოდა;

6. თავად ღარიბაშვილის კი თავდაცვის მინისტრობა კი წინა საარჩევნოდ ჯარზე პოლიტიკური კონტროლის სურვილს ნიშნავს. NATO-ს კარზე კაკუნის ნაცვლად კი მისი კარის გამოხურვა მოხდება.

ამდენი მრავალ სვლიანი კომბინაცია ბევრი შეცდომის რისკსაც შეიცავს.ეგ კარგად იყვეს თავის გათვლებთან და შეცდომების რისკებთან, მაგრამ მორალი: ამ ქვეყნად არაფერი იცვლება.

თეგები: ზურაბ ჯიბღაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved