• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სულ გესაუბრები დაუსრულებლად, მაგრამ მაინც სულ რაღაც მრჩება სათქმელი“ – ელენე ფოჩხუას ემოციური პოსტი ძმას

ალია ავტორი - ალია
10:45 07-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ დღეს მისი და, მომღერალი ელენე ფოჩხუა ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„მტკივა, მანგრევს, როცა მახსენდები და ეს ჩემი ყოველდღიურობაა, ჩემი გულის და სულის ნაწილი ხარ, დღემდე შენი, სიცოცხლეშივე გაზიარებული ენერგიით დავდივარ და ვმოქმედებ. შენ ხომ ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელი იყავი, ძმა – არა, ძმაზე, ყველა ახლობელზე მეტიც, ჩემი დარდის, ტკივილის, წარმატების, ბედნიერების, სიხარულის და წუხილის თანამონაწილე და მოზიარეც, შენ ხომ სულ გვერდით მედექი, არც არასოდეს დამიშვია, არც შეიძლებოდა მეფიქრა, რომ ეს როდისმე ასე არ იქნებოდა, თუმცა ძალიან ადრე წამართვეს შენი თავი, წამართვეს და დამტოვეს მარტო, დაგლეჯილი სულით, სიცოცხლით და არსებობით…

ახლაც გავუდგები გზას ზუგდიდისკენ, მთელი გზა ემოციებს ისევ ვერ მოვთოკავ, წამიერად ისევ გაჩნდება ყველაზე უიმედო და არარეალური იმედიც… მაშინაც ასე იყო, მოვდიოდი და მეგონა, ცოცხალი დამხვდებოდი, ასე ვაჯერებდი თავს, მაგრამ როცა პასუხი აღარ გამეცი, მივხვდი, რომ ყველაფერი დაცარიელდა, განაცრისფრდა და გასაცოდავდა…

მერე? მერე ისევ მოვიკრიბე ძალა, ისევ წამოვდექი, შენც ასე გენდომებოდა და იმიტომ. შენ წახვედი, მაგრამ ბედნიერება დაგვიტოვე შენი შვილით, რომელიც მას შემდეგ, უშენობას გვაძლებინებს. ყველა, ვისაც გვიყვარდი და სულ გვეყვარები, იმ დღეს ველოდებით, როცა ერთმანეთს ისევ შევხვდებით, იქამდე კი ამქვეყნიურობაა, რომელიც ისე უნდა გავლიოთ, როგორც შენ მოინდომებდი.

სულ გესაუბრები დაუსრულებლად, მაგრამ მაინც სულ რაღაც მრჩება სათქმელი, სულ ტკივილი ხარ, ვერაფერი რომ ვერ უშველის ისეთი, მაგრამ მაინც ვიღიმი, ჩემი დარდი მხოლოდ ჩემია და იმიტომ, რომელსაც მარტო შენ გაიგებ და მიხვდები.

მენატრები და მიყვარხარ ისე, როგორც 10 წლის წინ და ასე იქნება სულ, ისევე როგორც სულ იქნება პასუხგაუცემელი, საშინელი კითხვა – რატომ და რისთვის?!”, – წერს ელენე ფოჩხუა.

ცნობისთვის, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა 2012 წლის 13 ივლისს, ანაკლიაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი მკვლელობის საქმეზე ბექა ცობეხია დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved