ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის სრული შემადგენლობა საქართველოში დღეს ჩამოვა.
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის 20 წევრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სუდანში, კერძოდ, დედაქალაქ ხართუმში, სადაც 14 აპრილს სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თანამშრომელთა უსაფრთხოებისათვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა მათი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში.
ავიაკომპანია „ჯეო სქაიმ“, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, მოახდინა მათი მშვიდობიანი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტის საზღვრამდე, სადაც მათ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ თიგიშვილი დახვდათ.
კაიროში იმყოფებიან ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ თანამშრომლებიც, მათ საქართველოში დღესვე ჩამოიყვანენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით საქართველოს მოქალაქეები უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.
შეგახსენებთ, სუდანის დედაქალაქში 15 აპრილის შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარები