• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სწორედ ამ რაკურსით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ამ რევოლუციური საკაცობრიო ცვლილებების ავტორს” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
19:34 04-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
468

მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

 

“სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლო კლანის 4 ლიდერის დასანქცირება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს დემოკრატიაში და ყველაზე მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რაც კი შესაძლებელია. თავისი მასშტაბით და პოზიტიური ეფექტით აღემატება ნებისმიერ ფინანსურ დახმარებას თუ სხვა სახის მხარდაჭერას.
ასე მუშაობს ლიბერალური დემოკრატია!
დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტ ბაიდენს და სახელმწიფო მდივან ბლინკენს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ელჩი დეგნანის გადაწყვეტილება, გუშინდელი ისტორიული მოვლენის მომდევნო დღესვე ინტერვიუ მიეცა მთავარი არხისთვის. ჩვენთვის სრულიად გასაგებია ამ გზავნილის შინაარსი.  გასაგებია და ძალიან ვაფასებთ. დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს საქართველოში და პირადად ელჩ დეგნანს.
არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ არა კონკრეტულად ამ საკითხში, არამედ გლობალურად ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა რომ არ დაბრუნებულიყო მსოფლიოს დღის წესრიგში, ამგვარი რევოლუციური გადაწყვეტილებები კიდევ უფრო დაიგვიანებდა. სწორედ ამ რაკურსით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ამ რევოლუციური საკაცობრიო ცვლილებების ავტორს – გმირ უკრაინელ ხალხს და გმირ პრეზიდენტ ზელენსკის.
გუშინდელმა დღემ ცხადი გახადა, რომ ამ ქვეყანას ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ ეყოლება იმგვარი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად დემოკრატიის მშენებლობას და განმტკიცებას  არ აღიარებს.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ხალხს ამ მიმართულებით სვლაში, და მხოლოდ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული, დემოკრატიის წინაშე ვალდებულებით შეზღუდული, თავისუფალი და პატრიოტი პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერების წინამძღოლობით.
p.s. საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი სახელმწიფო დეპარტამენტს და ლევან მურუსიძის გამოსვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იდენტური გზავნილების შემცველია: “„საქართველოს აშშ ართმევს სუვერენიტეტს და სურს სასამართლო ხელისუფლების მიტაცება”.  ეს პროპაგანდისტული გზავნილი არის უკიდურესად სახიფათო. ეს არის პირდაპირი და უმოკლესი გზა რუსეთისკენ. ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატია.
სისტემა უნდა დაინგრეს!
საქართველო უნდა გათავისუფლდეს!
ნიკა #212 – ე საკნიდან” ნათქვამია გავრცელებულ წერილში.”

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved