ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული გვიან ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, შემთხვევა 5 ივნისს მოხდა.
მიკროავტობუსის მძღოლს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილობრივი დაესხა თავს. გავრცელებული ცნობითვე, ნაცემი მამაკაცი ადგილზე უგონო მდგომარეობაში დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
კომენტარები