• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, ორშაბათი, 12 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სტრატეგია აღამაშენებლი წარმოადგენს საქართველოსთვის საუკეთესო გუნდს და ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვასა და ხალხის სამსახურზე” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
18:05 09-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას ქვეყანაში შექმნილი პრობლემებზე სასაუბროდ კვლავინდებურად დებატებში იწვევს. ამასთან ურჩევს, საინფორმაციო პროგრამებში გაზრდილ ეკონომიკასა და წარმატებულ ხელისუფლებაზე საუბარს, სჯობს ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იზრუნოს, სადაც ყოველდღიურად ასობოთ ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილებს, მოსახლეობა შიმშლის პირასაა და მცირე და საშუალო ბიზნესს აუხსნას სად წაიღო 5 მილიარდი ლარი, რომელიც ქვეყანამ სესხის სახით მიიღო და სწორედ მათ პრობლემებს უნდა მოხმარებოდა.

„მილიონზე მეტი ქრთველი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეშია; ქვეყნის 220 000 მოქალაქეზე მეტმა დაკარგა სამუშაო ადგილი და აღარ იცის როგორ არჩინოს ოჯახი; საკვებისა და წამლის ფასი  იმდენად გაიზარდა, რომ მათ საყიდლად ხალხი იძულებულია ბანკის ვალები აიღოს, რომლის მოგების პროცენტი 20%-ს უდრის; ათასობით ბიზნესი დაიხურა და ეკონომიკა ფსკერზე დავიდა; დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველი სამიდან ორი კრიმინალი თავისუფლად დასეირნობენ. ასეთი რეალობაა დღეს საქართველოში, ასეთ რელობაში ცხოვრობთს დღეს თითოეული ჩვენთაგანი და ყველა ამ განცდებში ვართ,” – აცხადებს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის თოთოეული ჩვენთაგანის დამსხვრეული ოცნება, უმრავლესობისთვის კი, ნამდვილი ჯოჯოხეთი.

„ყოველივე ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ყველა საინფორმაცი პროგრამაში გაზრდილ ეკონომიკაზე გვესაუბრება  და წარმატებულ ხელისუფლებაზე , რომელმაც ამას მიაღწია.  მაშინ როცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ის გვეუბნება, რომ არ უნდა ვიდარდოთ. ნეტავ, რომელ ქვეყანაზე გვესაუბრება? გაგიჟდა თუ ისე მოწყვეტილია რეალობას, რომ ვერც კი ხედავს რა ხდება ირგვლივ? ოდესმე უსაუბრია მოქალაქეებთან თუ მხოლოდ თავის ბანკირ მეგობრებს ესაუბრება, რომლებიც ბედნიერები არიან  იმით, როგორ მდიდრდებიან ხალხის გაღარიბების ხარჯზე? იქნებ, ფიქრობს, ამ ქვეყნის მოქალაქეები იმდენად სულელები არიან,  რომ სჯერათ იმის, რასაც ის ლაპარაკობს?“ – მიაჩნია ვაშაძეს და პრემიერ გახარიას სასაუბროდ დებატებში იწვევს.„ბატონო გახარია, შემომიერთდით და ერთად მოვინახულოთ ქვეყნის მცირე ბიზნესები, რა მდგომარეობაში არიან, ისინი, ვისაც ერთი ლარიც არ მიუღიაღ იმ 5 მილიარდიდან, რომელიც საქართველო აშშ-დან მიიღო სესხის სახით, რათა კრიზისიდან დააღწიოს თავი.მოვუსმინოთ მათ და არა იმ 21 კომპანიის მეპატრონეებს, ვინც 45 მილიონი ლარი მიიღო თქვენგან. ეს ის კომპანიები, რომლებიც ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან თქვენს პარტიას შემოსწირეს ფული.  წამოდით და ჩემთან ერთად მოიინახულეთ ოჯახები, რომლებსაც საჭმელი ვერ უყიდია თავისი შვილებისთვის. ძალიან მინდა, მოუსმინოთ პენსიონერებს, რომელთაც ბანკის ვალები აქვთ და 30 პროცენტზე მეტს იხდიან მათი მოგების პროცენტის სახით, რათა საჭირო წამლების შესაძენი ფული ჰქონდეთ; მინდა, მოინახულოთ ის დედები, რომელთაც ქუჩებში გავრცელებული ძალადობის შედეგად შვილები მოუკლეს. ეს არის ის რელობა, რომელშიც თქვენი მოქალაქეები ცხოვრობდნენ – თქვენ კი ეს არც გაღელვებთ. თქვენ ისევ აგრძელებთ ტყუილების  თქმას და ცარიელი დაპირებების გაცემას; თქვენ ისევ დამსხვრეული ოცნებების გაყიდვას ცდილობთ. გაიღვიძეთ! გაახილეთ თვალები და გაიხედეთ, რა ხდება ქვეყანაში! ამის სემდეგ, ჩაიხედეთ სარკეში და თქვით ისევ, რომ ყველაფერი კარგად არის! სწორედ ამ მიზნით გეპატიჟებით დებატებში, მინდა, რომ თქვენტან ერთად განვიხილოთ პპრობლემები, რაც საქართველოში ხდება; ვისაუბროთ იმ სიდუხჭირეზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ებრძვიან; ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები, როგორ ავაშენოტ ჩვენი ქვეყანა თავიდან. თქვენ კი, ყოყმანობთ და იმალებით, გეშინიათ, რომ დაგამარცხებთ  დებატებში. იცით, რომ ფაქტების და რალობის წინაშე მოგიწევთ დადგომა და ტყუილები აღარ გაგივათ,”

– აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის  ლიდერი და პრემიერ გახარიას თავის არიდებას დებატებზე მის სამოქმედო გეგმის არარსებობას უკავშირებს, რომ მთავრობას არ გაგაჩნიათ გეგმა ეკონომიკის ასაღორძინებლად, სიღარიბისა და კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად. სანაცვლოდ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმას სთავაზობს.

„ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელს გაგვაჩნია გეგმა. მე და ჩემი გუნდის წევრებმა, რომლებიც თავის საქმის ექსპერტები არიან, სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ, რომელიც კონკრეტულ ზომებსა და მიღწევად მიზნებს შეიცავს, იმისათვის, რომ ქვეყანა კვლავ ააღოძინონ. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური გეგმა, რომელიც გულისხმობს 300 000 ახალი სამუშაო ადგილის შემნას და მცირე ბიზნესის, როგორც ეკონომიკის ხერხემლის აღორძინებას. ჩვენ გვაქვს სიღარიბის დაძლევის კონცეფცია. ჩვენ ვიცით, როგორ შევამციროთ ფასები წამლებზე 30 პროცენტით და როგორ გავანახევროთ ბანკების მოგების პროცენტები, ვიცით, როგორ ჩამოვწეროთ სასესხო პროცენტები პენსიონერთა საბანკო ვალებზე. ჩვენ უკვე წარვადგინეთ პოლიციის რეფორმირებისა და დეპოლიტიზაციის ჩვენული გეგმა, მათ შორის ისი, თუ როგორ გავხადოთ ცხოვრება უსაფრთხო. ჩვენ გვაქვს ქვეყნის მშენებლობის ისეთი რეცეპტი, რომელშიც მის მოქალაქეს, რა მოუწევს სესხის აღება იმისთვის, რომ საჭმელი ან წამალი შეიძინოს. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ყველაფერ ამას აღასრულებს. დადგა დრო პროფესიონალებმა ჩაანაცვლოს ის ხალხი, რომლებმაც თავისი თანამდებობები ფულით იყიდეს, ქართული ოცნებისთვის ფულის შეწირვით. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, რომ ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც გეგმა გააჩნია საქართველოს განვითარებისთვის. სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი მე ახალგაზრდა და თავდადებულ პროფესიონალებთან ერთად შევქმენი. მათი უმეტესობა პოლიტიკაში ახლა მოვიდა, მათ გამორჩეული ცოდნა და გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ააშენონ. ჩვენ გვყავს ჯანმრთელობის სფეროს, უსაფრთხოებისა და ძალოვანი სტრუქტურების სპეციალისტები, ეკონომისტები და ფინანსისტები, განათლებისა და სოციალური სამსახურის სპეციალისტები. ისინი პარტიული ფუნქიონერები არა, არამედ თავდადებული პროფესიონალები არიან. ისინი თქვენსავით და ჩემსავით, ჩვენი მოქალაქეების უმეტესობის მსგავსად იმედგაცრუებული და გაბრაზებულები არიან და აღარ შეუძლიათ იმის ყურება, თუ როგორ ანგრევენ ქვეყანას ძველი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები. მათ ყველაფერი გააჩერეს და ისეთი შთამბეჭდავი კარიერების განვითარებას შეუშალეს ხელი, რომლებსაც შეეძლო თავის ცოდნა საქართველოში არსებული მდგომარეობის და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების და ცვლილებების განხორციელების მიზნით გამოეყენებინათ.სტრატეგია აღამაშენებლი წარმოადგენს საქართველოსთვის საუკეთესო გუნდს და ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვასა და ხალხის სამსახურზე,” – მიაჩნია ვაშაძეს და აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს გადარჩენის შანსს წარმოადგენს.

„ჩვენი იმედგაუცრუება და სიბრაზე იმ ხმებად უნდა გადავაქციოთ, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს გამოიწვევს. მოდით სიბრაზე და ფრუსტრაცია უსაფრთხოებად და განვითარებად გადავაქციოთ. მოდით, დამცხვრეული ოცნება ცვლილებების განმხორციელებელ ადამიანებად ცავანაცვლოთ. მოდით, აღმშენებლობის ახალი ერა დავიწყოთ” – გიორგი ვაშაძე.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved