18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, თუმცა რა მიზეზით, ეს ჯერჯერობით უცნობია.
სტრასბურგში გამგზავრება და ევროპარლამენტარებისთვის მიმართვა თავად სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დააანონსა.
კომენტარები