სტრასბურგმა ფრანგი პოლიტიკოსი, მისი facebook სტატუსის ქვეშ დატოვებული სხვა ადამიანების კომენტარების გამო გაამტყუნა.
შინაარსი დისკრიმინაციული იყო, საჯარო პირს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომენტარები უნდა წაეშალა. თავად პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამით სხვისი აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა. თუმცა, კანონის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის დისკრიმინაციას შორის დიდი ზღვარია.
უნდა აკონტროლონ, თუ არა, პოლიტიკოსებმა და არამხოლოდ საჯარო პოსტის ქვეშ კომენტარები? – როგორც ჩანს, კი, თუ არ სურთ სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ.
ბოლო დროს, საჯარო მოხელეები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ და ეს ოფიციალურ განაცხადად ითვლება, თუმცა, როცა მედია მათ კითხვით მიმართავს, მაშინ კანონს იშველიებენ და პასუხობენ, რომ წერილი უნდა გაუგზავნო და კანონით დადგენილ ვადაში გიპასუხებენ – რა შემთხვევაში შეუძლიათ მათ მოგვაწოდონ ინფორმაცია სოციალური ქსელით და რა შემთხვევაში – არა? საკუთარი სურვილის მიხედვით წყვეტენ? იმედია, ოდესმე, ამაზეც იმსჯელებს რომელიმე სასამართლო.
კომენტარები