• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგმა “კაბელების საქმეზე” სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა – საია

ალია ავტორი - ალია
20:15 02-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,031

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 “ა” და “ბ” ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.

საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.

“მომჩივნების მიმართ ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ დაირღვა მათი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება არ იყო ინდივიდუალიზებული და გაუგებარი იყო, თუ რაში გამოიხატა თითოეული მომჩივნის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებები კანონის დარღვევით იყო მოპოვებული. საჩივარში დასაბუთებული იყო, რომ პროკურატურის მოთხოვნის მათდამი წაყენებული ბრალის შეცვლამ გამოიწვია მათ მიერ ახალი ბრალდებისთვის სათანადო დაცვითი სტრატეგიის მომზადების შეუძლებლობა. ამასთან, მათ ვერ შეძლეს წარედგინათ სათანადო მტკიცებულებები. სასამართლომ  აღნიშნა, რომ პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ  დადგენილება შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ბრალდების შესახებ და შესაბამისად, იგი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სისხლის სამართლის პროცესში”, – წერს საია.

საია-ს ინფორმაციით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მომჩივნებმა თავი დაიცვეს გაფლანგვის ბრალდების ფარგლებში.

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოდ ცნო, რამდენადაც დანაშაულის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი – ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ყოფილიყო – არ იყო სახეზე. ახალი განაჩენის გამოტანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გააფრთხილა მომჩივნები, რომ მათი ბრალდება შესაძლოა გადაკვალიფიცირებულიყო. სასამართლო პროცესი არ გადადებულა დამატებითი განხილვისთვის და ახალი ბრალდების შემადგენელი ელემენტები არ განხილულა სასამართლოში. მომჩივნებმა მხოლოდ მაშინ შეიტყვეს ფაქტების სამართლებრივი შეფასების შესახებ, როცა ჩაბარდათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გარემოებებში, მაშინ როცა ევროპული სასამართლო უშვებს დანაშაულის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს დაცვის განხორციელების პრაქტიკული, დროული და ეფექტიანი შესაძლებლობა.

შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივნებს არ მისცა დაცვის განხორციელების შესაძლებლობა ახალი ბრალდების ფარგლებში. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილი იყო ენახა საქმე სრულად, ვერ გამოასწორა სააპელაციო პროცესის ფარგლებში ბრალდებულების მიმართ დარღვეული უფლებები, რადგან საჩივარი დაუშვებლად სცნო”, – წერია საია-ს განცხადებაში.

საია-ს თქმით, ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2015 წელს მიაჩნდა, რომ ე.წ. “კაბელების საქმეზე” დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

მომჩივნების ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია წარმოადგენდა.

თეგები: საია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved