• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, კვირა, 1 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში აფგან სადიგოვის ექსტრადიცია საბოლოოდ შეაჩერა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
20:20 02-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

რამდენიმე საათის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აფგან სადიგოვის საქმეზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. – ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ:

,,ევროპულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ხანგრძლივი ვადების გათვალისწინებით, ჩვენ უახლოეს დღეებში სასამართლოსგან აფგან სადიგოვის გათავისუფლებას მოვითხოვთ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროპული სასამართლოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2025 წლის 10 იანვარს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენება, რათა შეჩერებულიყო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში. ეს მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და აუცილებელია, რომ სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებებისგან.

სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას დაევალა, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის არ გადაეცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა რეგლამენტის 41-ე წესის საფუძველზე, რაც საქმის დროული განხილვის რეჟიმს გულისხმობს.

ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, სასამართლოს თავისი პოზიცია წარუდგინა და მოითხოვა, არ გაგრძელებულიყო დროებითი ღონისძიება. მთავრობის მტკიცებით, სადიგოვს აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრებოდა. მთავრობამ სრულად უგულებელყო აზერბაიჯანში ჟურნალისტთა სისტემატური დევნისა და წამების დადასტურებული პრაქტიკა, ისევე როგორც აფგან სადიგოვის პირადი გამოცდილება, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის გამო უკვე იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.

სასამართლომ მთავრობის პოზიციაზე ჩვენი პასუხის წარდგენა მოითხოვა და ექსტრადიციის აკრძალვა ამჯერად მეორედ, 4 მარტამდე გაახანგრძლივა. ჩვენი შეპასუხება მთავრობის მოსაზრებებზე სასამართლოს 17 თებერვალს წარვუდგინეთ.

2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია – მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებითა და ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 14 იანვარს მიღებული დროებითი ღონისძიების (Rule 39) გახანგრძლივების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიება ძალაში დარჩება, სანამ აფგან სადიგოვის საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში არ დასრულდება.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ დღესვე ვაცნობეთ აფგან სადიგოვს. მან ამ პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ხანგრძლივი შიმშილობა შეწყვიტა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად უკვე 161 დღე შიმშილობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე იყო. ამ ეტაპზე აფგან სადიგოვი N18 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. Მას რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესის გავლა მოუწევს, რომელსაც სათანადო სამედიცინო მართვა და მხარდაჭერა სჭირდება.

ამასთან, უახლოეს დღეებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სადიგოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართვას აპირებს. შეგახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. 2025 წლის 31 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უკვე მეორედ, სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით გააგრძელა. საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის ვადა მაქსიმუმ 9 თვეს შეადგენს და ის აფგან სადიგოვის შემთხვევაში 3 მაისს იწურება. მის ექსტრადიციას საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ვერ შეძლებს, ხოლო საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. Შესაბამისად მისი საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვება უკანონო და უსაფუძვლო იქნება. Ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ სასამართლო უსაფუძვლოდ და თვითნებურად არ დატოვებს პატიმრობაში ამდენი ხნის განმავლობაში ისედაც უკანონოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვას და საზოგადოებას აუცილებლად მიაწვდის სიახლეებს საქმესთან დაკავშირებით.

უსამართლო და უკანონო იყო გადაწყვეტილებების ის ჯაჭვი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები ამ საქმეზე იღებდნენ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს მეშვეობით, შესაძლებელი გახდა აფგან სადიგოვის უსაფრთხოების, ღირსების და თავისუფლების სათანადო დაცვა.”

თეგები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved