• რეკლამა
  • კონტაქტი
21:39, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია თბილისში – ვინ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი?

ალია ავტორი - ალია
19:56 04-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,031

ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია თბილისში – დარღვეულია ოკუპაციის შესახებ კანონი. ამას ადასტურებს როგორც ოკუპირებულ ცხინვალში გამართული კონფერენცია, ასევე თბილისში ჩამოსულ სტუმრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

თბილისში მიმდინარე კონფერენციის სტუმრების სიაშია რუსეთის მოქალაქე ვალენტინა კომლევა, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება.

შესაბამისად, კომლევას, რომლემაც თბილისში კონფერენცია გახსნა, დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი:

ფოტო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული კონფერენციიდან

ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის მიერ თბილისში ჩატარებული კონფერენციის დღის წესრიგში პირდაპირ წერია, რომ ვალენტინა ვიაჩესლავოვნა კომლევამ გახსნა კონფერენცია და მისასალმებელი სიტყვისთვის 5 წუთი ჰქონდა გამოყოფილი და მან შეკრებილებს 11:00 საათზე მიმართა.

არიან მომხსენებლები, რომლებიც დისტანციურად ერთვებიან მოსკოვიდან და ეს დღის წესრიგში ასახულია შემდეგნარიად – “ონლაინ, მოსკოვი, რუსეთი” – მსგავსი ჩანაწერი კომლევასთან დაკავშირებით არ წერია. 

კონფერენციის ქართველმა ორგანიზატორმა ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტმა გულბაათ რცხილაძემ “პირველებს” დაუდასტურა, რომ რუსეთიდან თბილისში 2 ადამიანია ჩამოსული – “ორი კაცია ჩამოსული რუსეთიდან, პროფესორები არიან”.

კომლევას გარდა, კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა და ვისაც, სავარაუდოდ, გულბაათ რცხილაძე გულისხმობდა, იაკოვლევ ალექსანდრ ივანოვიჩია – ისიც მომხსენებელთა რიგებშია.

თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება. კონფერენცია სახელწოდებით “რუსეთი და მსოფლიო” მიზიდულობის ძალები” დღეს გაიხსნა. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია (НИИКР) – ინსტიტუტის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საგარეო დაზვერვის (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან. 

კონფერენციის ორგანიზატორები 2 ქართული და 1 რუსული ორგანიზაციაა: ევრაზიის ინსტიტუტი და SIKHA foundation (ქართული) და НИИКР (რუსული).

რაც შეეხება კონფერენციის ქართველ ორგანიზატორებს, SIKHA foundation-ის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძეა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის პროპაგანდისტული არხების ხშირი სტუმარია. 

ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ასევე პრო-რუსული განწყობებით ცნობილი, გულბაათ რცხილაძეა. 

„ტვპირველი“

თეგები: ოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved