პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთი თხოვნა მექნება საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც:
გასაგებია რომ პლებისციტის გარშემო აზრი გაიყო, მაგრამ ეგებ ვეცადოთ და ჩვენი პოზიცია ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე დავაფიქსიროთ. მე ამას იმიტომ არ ვამბობ რომ სხვებზე კეთილი ან მიმტევებელი ვარ – საერთო საქმის ინტერესის გამო მოგმართავთ. ჩემთვის პლებისციტი პირველ რიგში იმიტომ არის კატეგორიულად მიუღებელი, რომ ეს წელავს დროს, პარალელურად სხვა პროცესებიც მიდის და დროის გახანგრძლივების და ამ სხვა პროცესების გათვალისწინებით ძალიან გართულდება ერთობის შენარჩუნება – იმ ერთობის, რომელიც აუცილებელი პირობაა რიგგარეშე არჩევნებისთვის.
სწორედ ამ ერთობას უნდა გავუფრთხილდეთ ეხლაც, როცა ერთმანეთს ვეკამათებით პლებისციტის თემაზე. ვიკამათოთ თემაზე და ნუ შევეხებით ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით და ეჭვებით, როგორ დარწმუნებულებიც არ უნდა ვიყოთ ჩვენს დამოკიდებულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთობა დაირღვევა და მერე გინდა პლებისციტი ჩავატაროთ და გინდა არჩევნები – აზრი აღარ ექნება.
P.S. მინიშნება: სტატუსი სერიოზულია და როგორც ხვდებით, ეხება მხოლოდ მეტ–ნაკლებად თანამოაზრეებს, ანუ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს.”
კომენტარები