• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Startup Drive – სააქსელერაციო პროგრამა ავტო ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებისთვის

ალია ავტორი - ალია
12:18 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

სატრანსპორტო მიმართულებით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისთვის კომპანია Future Laboratory-მ მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროგრამა საავტომობილო  ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს გააერთიანებს და მისცემს შანსს საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ.

პროექტის ფარგლებში ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა 3-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში. ამისათვის მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ სურვილი განავითარონ პროექტები ჭკვიანი და ეკოლოგიური ტრანსპორტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების, გადაზიდვების, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, დრონების და სხვა მსგავსი მიმართულებით.

„სტარტაპ აქსელერაციის პროექტისთვის ავტო მიმართულება ახალია, თუმცა ეს სფერო საკმაოდ ინოვატორულია. ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი სტარტაპი ფუნქციონირებს და ვიმედოვნებ, რომ დაინტერესება მაღალი იქნება. ეს პროექტი რეალურად არის შანსი სტარტაპებისთვის, რომ საკუთარი იდეა აქციონ რეალობად და დაიწყონ საოცნებო ბიზნესი,“ – ირაკლი ქაშიბაძე, “Future Laboratory”-ს დამფუძნებელი.

აქსელერაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შერჩეული სტარტაპები პროტოტიპის შესაქმნელად 5000 ლარიან ინვესტიციას მიიღებენ. გამარჯვებული სტარტაპებისთვის საპრიზო ფონდი 200 000 ლარია.  პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამის პარტნიორი და გენერალური სპონსორი ავტოინდუსტრიის ლიდერი „თეგეტა ჯგუფია“.

პროგრამის ფარგლებში სტარტაპებს შეეძლებათ ისარგებლონ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს „ფაბლაბის“ ინფრასტრუქტურით. სტარტაპებს ექნებათ „თეგეტა ჯგუფის“ სპეციალისტებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და წვდომა გარკვეულ ტექნიკურ და საზომ აპარატურასთან. დამატებით ისინი შეძლებენ საექსპერტო რჩევები მიიღონ საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორებისგან და დარგის სპეციალისტებისგან. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved