• რეკლამა
  • კონტაქტი
22:13, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

სტარტაპი CARTUNE – ი მძღოლების ცხოვრების გასამარტივებლად

ალია ავტორი - ალია
16:53 02-23-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

თანამედროვე ბიზნეს ეკოსისტემაში სტარტაპერები უკვე არც ისე ცოტა ხანია, გამოჩდნენ და მათი ინოვაციური იდეები ამ ინდუსტრიაში ნელ-ნელათამაშის წესებს ცვლის, ახალ პროდუქტებს ქმნის და ყოველდღიურობას ამარტივებს. ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება თიბისიც, რომელმაც წლებია, პროგრამა სტარტაპერი დააარსა. ეს უკანასკნელი მცირე ბიზნესებს ტრენინგებს, კონსულტაციებს, ფინანსურ დახმარებასა თუ მედიამხარდაჭერას სთავაზობს, რაც თავის მხრივ ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას ემსახურება. პროგრამის ნაწილია სტარტაპისტორიები, ბლოგების სერია, რომლითაც თიბისი საზოგადოებას აქტიურად აცნობს ახალბედა ინოვაციურ კომპანიებს დიდი მიზნებით.

CARTUNE-ი არის სტარტაპი, რომელიც ავტომობილის მძღოლებსა და ხელოსნებს შორის ურთიერთობას ამარტივებს. უფრო კონკრეტულად, ეს პატარა კომპანია ქმნის და ავითარებს ავტოსახელოსნოების შესადარებელ პლატფორმას, სადაც შედარების მთავარი კრიტერიუმებია: ფასი, სანდოობა, ადგილმდებარეობა და თავისუფალი დრო. Სანდოობას მომხმარებლის მიერ დაწერილი რეიტინგი განსაზღვრავს, სასურველი სახელოსნოს შერჩევის შემდეგ კი ვიზიტის დაჯავშნაა შესაძლებელი.

“CARTUNE-ის მისიაა, საავტომობილო მომსახურების სფერო გაცილებით პოზიტიური, ცოცხალი, სანდო და ფერადი გავხადოთ. Პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ავტოხელოსნებს ფართო აუდიტორიასთან მიწვდომაში ვეხმარებით, ხოლო მძღოლებს იმ პრობლემებს ვუგვარებთ, რომელიც მათ ყოველდღიურობას სტრესულსა და უსიამოვნოს ხდის”,– გვიყვება თომა ფირცხელანი, CARTUNE-ის CEO და თანადამფუძნებელი.

გუნდს ყოველთვის უნდოდა, რაიმე ჭეშმარიტად ღირებული შეექმნა და ადამიანების ცხოვრება უფრო მარტივი და ბედნიერი გაეხადა. Სწორედ ამ დროს შეიტყვეს სტარტაპ აქსელერატორი Startup Drive-ისშესახებ, რომელშიც CARTUNE-მა კომპანია Tegeta-სგან 100,000 ლარის ინვესტიცია მოიპოვა.

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 85% წლოვანებით 10 წელზე ძველია. Ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ნათელია, რომ მოსახლეობის დიდნაწილს ავტომობილის, როგორც ფუფუნების საგნის შეძენა ბიუჯეტურად ურჩევნია. გამომდენარე აქედან, მისი შეკეთება და გამართვაც მცირე და საშუალო ავტოსახელოსნოებზე მოდის.

CARTUNE ჰყავს არაერთი ლოკალური კონკურენტი. თუმცა სტარტაპს კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ როდესაც სხვა ბიზნესებმა თავიანთ სამიზნედ მოსახლეობის ის შეძლებული 15% აირჩიეს, CARTUNE-მა არჩევანი შეაჩერა ადამიანებზე, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ.

CARTUNE თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერილ პროექტ “სტარტაპ პრე-აქსელერატორშიც” მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალი მენტორების დახმარებით სტარტაპგანათლების ინტენსიური პროგრამა გაიარა. გუნდი აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობას მათი წარმატების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად ასახელებს.

CARTUNE-ის სამომავლო გეგმები პლატფორმის განვითარებას, დახვეწას, მომხმარებლების ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებასა და გლობალური ბაზრისთვის მზადებას უკავშირდება.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved