• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სტალინი, ბრეჟნევი და ხრუშჩოვიც ასე ამბობდნენ”

ალია ავტორი - ალია
20:48 05-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ტვ პირველის ეთერში საუბრობს:

“აქ პრინციპული და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თაღლითური სქემა არის გახსნილი, გაშიფრული, ჩაშლილი. ან მოხდება აღიარებითი ჩვენება და ამ ადამიანების გამოშვება, ან ეს უაზრო პროცესი გაღრმავდება, რომელიც დაიწყო იმით, რომ პარტია ქართული ოცნების ლიდერმა თქვა, ხელი ხომ არსად მომიწერია იმ განცხადებაზე, რომ 2020-ის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებაო, სად არის ნოტარიულად დამოწმებული საბუთიო. და გაგრძელდა იმით, რომ 8 მარტის ხელშეკრულებაში ხომ არსად წერია პოლიტპატიმრებიო. ეს რაღაცნაირი ქვეყნისთვის სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი, ქართველებზე ძალიან ცუდი იმიჯის შემქმნელი ტყუილია. მთელი ეს თაღლითური სქემა არის გახსნილი და ამაზე უკვე მერამდენედ საუბრობენ ჩვენი პარტნიორები.

პოლიტიკური პატიმრის სტატუსი არის საერთაშორისო შეთანხმების სტატუსი, რომელიც მიეცემა ვიღაცას, მიეწერება. და ეს მიწერა ხდება იმ ქვეყნების მიერ, ვისაც ამის უფლება გააჩნია. საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, რომ საბჭოთა კავშირში იყვნენ პოლიტპატიმრები. სტალინი, ბრეჟნევი ან ხრუშჩოვი გამოდიოდა და ამბობდა, რომ პოლიტპატიმრები მყავსო? მაგრამ სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ პოლიტპატიმრები არიან, მეტიც, შედგა შეთანხმება, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ გამოშვებულები, სასამართლო სისტემა პოლიტიკური დევნისთვის არ გამოეყენებინათ, გამოესწორებინათ საარჩევნო სისტემა და ჩაეტარებინათ სამართლიანი არჩევნები.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved