• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სრულიად გამაშიშვლეს ორჯერ” – რა ხდება გელა ხასაიას სასამართლო პროცესზე

ალია ავტორი - ალია
20:44 10-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
532
სასამართლოთი, გირჩი–მეტი თავისუფლების წევრის, გელა ხასაიას პროცესი დაიწყო, მის ინტერესებს იცავენ ადვოკატები: ომარ ფურცელაძე და ირაკლი ჩომახაშვილი.
პროკურორია მარიამ წულაია, მოსამართლე კი –  ნანა შამათავა
გელა ხასაია, გირჩი–მეტი თავისუფლების ლაივბლოგის მიხედვით, პროცესზე ჰყვება:
დაკავების დრო არის არასწორი, დამაკავეს იმ დროიდან როცა ამიყვანეს, სახლისკენ მიმავალს 10–მდე ადამიანის წრეში მომაქციეს და ჩამსვეს მანქანაში, დაახლოებით 22:00დან – 23:00მდე შუალედში, და არასწორად არის ოქმში დრო მითითებული.
აქციის შემდეგ ამოვედი სადგურის მოედანზე დადიანის მხარეს, მაღაზიაში შევიძინე პროდუქტები და სახლისკენ ავუხვიე, წინ შკოდამ აიარა და როგორც კი თავი ჩავწიე, ათამდე ადამიანი წინ დადგა, ერთმა მაჯაზე მომკიდა ხელი და ტელეფონის წართმევა სცადა, მე მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა, არ განუმარტავთ ვინ იყვნენ, საიდან, რა უნდოდათ, ჩამტენეს მანქანაში, მანქანაში ვკითხე ვინ იყვნენ, პოლიციიდან ვართო, ერთი ვიცანი სახეზე, სულ ვხვდებოდი აქციებზე, მან მითხრა რომ ხომ დაგპირდი რომ დაგიჭერდი სისხლის სამართლითო.
წამიყვანეს მარჯანიშვილის ტერიტორიაზე, დიდ ოთახში შემიყვანეს, 20–მდე პოლიციელი იყო, არავინ მეუბნებოდა რატომ მიმიყვანეს, განყოფილებაში სრულიად გამაშიშვლეს და ისე გამჩხრიკეს, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ იგივე გააკეთეს სხვა ოთახში, მზია ამაღლობელს მახსენებდნენ ხშირად, ასევე ჩემს მეგობარ საბა სხვიტარიძეს და მეუბნებოდნენ რომ ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო.
ვუთხარი რომ ადვოკატის გარეშე არაფრის თქმას არ ვაპირებდი, შემდეგ მითხრეს რომ დედაჩემისთვის უნდა დაერეკათ და რიგი მიზეზების გამო ეს არ მინდოდა, ამიტომ გავუცვალე მოყოლაში, შემდეგ მითხრეს რომ 120 მუხლით ვიყავი დაკავებული, მაგრამ მერე შეცვალეს
პროცესზე ბრალმდებელი მხარე ამტკიცებს, რომ გელა ხასაია მათ არ დაუკავებიათ, რომ ის თავად გამოცხადდა პოლიციაში. როგორც ჩანს, პროკურატურას არ ჰქონდა მისი დაკავებისთვის საჭირო მტკიცებულებები, თორემ, რატომ შეიძლება უარჰყოფდე დაკავებას? ადვოკატმა მოითხოვა, თუკი, გელა ხასაიას დაურეკეს გამოსაკითხად და ის თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში, მაშინ აჩვენონ შემავალი ზარი, პროკურორს პასუხი არ აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ის არის ბრალდების წარმომადგენელი, ამბობს, რომ ეს კითხვა გამომძიებელს უნდა დაუსვან. წესით, საქმეში, რომელიც პროკურატურას უნდა შეედგინა, უნდა იყოს ამ გამომძიებლის პატაკი, ტელეფონის ნომრითურთ, მაგრამ როგორც ჩანს, არაა, ამიტომაც არ აქვს პროკურორს პასუხი. 
მიუხედავად ამისა, აღმკვეთი ღონისძიების სახედ, პროკურატურა დაჭერას ითხოვს.
გელა ხასაია 29 სექტემბერს დააკავეს და სისხლის სამართლის 118.2 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ედება ბრალად, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად.
გელა ხასაიას თვეებისა და წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს ემუქრებოდნენ, რომ მისი სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის მიზეზით მას დააკავებდნენ და ძალიან დიდ დროს გაატარებდა ციხეში.
თეგები: გელა ხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved