• რეკლამა
  • კონტაქტი
17:27, ორშაბათი, 13 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სრულად ვენდობი გამოძიებას” – ინტერვიუ ბაჩალიაშვილის ბებიასთან

ალია ავტორი - ალია
01:15 08-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, თეონა თამაზაშვილის დეიდა, რიტა ზურაბაშვილი ,,იმედთან” ინტერვუუში აცხადებს, რომ 23 წლის გოგო და ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, მეგობრებიც კი არ ყოფილან.

ზურაბაშვილის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე „შექმნილი“ პიროვნებაა და ის გვარამიამ და მიხეილ რამიშვილმა შექმნეს.

„ერთხელ ვუთხარი, გეტყობა, რომ შეყვარებული ხარ და მან მიპასუხა, რომ ვცდებოდი, მაგრამ როგორც კი ვინმე შეუყვარდებოდა, პირველს მე გამაგებინებდა. შემდეგ რაღაცნაირად მობრუნდა და მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანას შესახებ საერთოდ არასდროს არაფერი უთქვამს. ეს არის შექმნილი პიროვნებაა, ის ნიკა გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს. ბაჩანა თამარის თანაკურსელი იყო, სულ კურსზე 500-მდე ახალგაზრდა იყო და მათ შორის ერთ-ერთი იყო ბაჩანა. ყველა იცნობდა, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანს, არავისთან მეგობრობდა. ყველა ამბობს, რომ ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან“, – აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის ბებია ასევე ამბობს, რომ სრულიად ენდობა გამოძიებას და მისთვის გაუგებარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პოზიცია. მისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი გვარამიასთან ინტერვიუზე მივიდა.

„ვერ წარმომიდგენია, როგორ დაუჯდა ჩემი დისშვილი გვარამიას ეთერში, მითუმეტეს რომ ჩემიც და თამარის აზრიც გვარამიას შესახებ კარგად იცოდა. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი – როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა და დამინახავდა – ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი“, – ამბობს რიტა ზურაბაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელმა ბებიამ 23 წლის გოგოს პირად თვისებებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ის ძალიან მომთმენი და თბილი ადამიანი იყო.

„ძალიან მომთმენი, ძალიან თბილი ბავშვი იყო. მისი ინტერესის სფერო იყო „წარმატებული ლედი“. ძალიან ბევრს მიაღწია თავის ასაკში, 23 წლისთვის, მაგრამ მეუბნებოდა, რომ თავისი თავით უკმაყოფილო იყო. ამბობდა, რომ სკოლაში ხელოვნებამ დაუწერა 4-იანი და ოქროს მედალი ვერ აიღო, როცა ძალიან ძლიერი იყო მათემატიკაში, ფიზიკაში და ა.შ. ოქროსმედალოსნობა უნდოდა, მაგრამ ვერცხლის მედალით დაამთავრა. ასევე უნდოდა, რომ ცოტა უფრო მაღალი ყოფილიყო. რაც შეეხება მის სამსახურს, არ საუბრობდა იმაზე, რაში მდგომარეობდა მისი საქმიანობა. ვიცოდი, სად მუშაობდა, სად იყო ტერიტორიულად მისი სამსახური, თუმცა რას აკეთებდნენ, არ ვიცოდი. სულ მეუბნებოდა, რომ თანამედროვე სფეროა და ვერ გავერკვევოდი. საერთო ჯამში, გულჩათრხობილი ბავშვი იყო, სკოლაშიც ძირითადად სწავლაზე ფიქრობდა. მე 14-დღიან კარანტინში მოვხვდი და იქიდანაც თამარს უნდა გამოვეყვანე. ვერ მოვასწარი, სახლში რომ დავბრუნდი, მიცვალებულიც იმ დღეს მოიყვანეს. ასე მგონია, რომ ვყოფილიყავი მის გვერდით, ეს ნამდვილად არ მოხდებოდა“, – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია.

წყარო ,,იმედინიუსი”

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved