გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ბიზნესგარჩევას უკავშირდება და ინციდენტი მანქანების სახელოსნოსთან მოხდა.
“მთავარის” ინფორმაციით, დაზიანებულია ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ტყვია მოხვდა და საქარე მინა აქვს ჩამსხვრეული, თუმცა, არავინ დაშავებულა, რადგან ავტომანქანაში არავინ იმყოფებოდა.
დაზიანებულია ავტომანქანა და ვერკვევით, დამატებით დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, გამოძიება დაწყებულია, – ამბობს პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
შეშელიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან და მას შემდეგ, რაც ისინი მუშაობას დაასრულებენ, მომხდარი ინციდენტის დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
კომენტარები