• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სროლა როგორც განტვირთვის საუკეთესო საშუალება – 7 მიზეზი თუ რატომ უნდა დაკავდეთ სპორტის ამ სახეობით

ალია ავტორი - ალია
17:50 09-29-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
344

მაშინ, როდესაც სტრესი ცხოვრების ყოველდღიური და თანამდევი ნაწილია, ადამიანები განტვირთვის მუდამ ახალ გზებს ეძებენ. დაძაბულმა სამუშაო გარემომ და რუტინულმა ყოფამ შესაძლოა ქრონიკული სტრესიც გამოიწვიოს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, განტვირთვა და ისეთი აქტივობებით დაკავება, რომელიც ცხოვრებას საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის.

იცოდით, რომ სროლა სპორტის ის სახეობაა, რომელსაც ჯანმრთელობისთვის არა ერთი სარგებლობის მოტანა შეუძლია?

გიზიარებთ, რამდენიმე უპირატესობას, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ სროლით აქტიურად დაკავების შემთხვევაში.

 

თავდაჯერებულობა

თავდაჯერებულობა ის თვისებაა, რომლის გაუმჯობესებაზეც ადამიანები ცხოვრების ყველა ეტაპზე მუდმივად ცდილობენ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებულობა წარმატებული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაღალი თვითშეფასება დადებითად მოქმედებს პირად ურთიერთობებზე, სამუშაოზე  – ამასთან თითოეულ მათგანს წარუმატებლობის შემთხვევაში სტრესის გამოწვევა შეუძლია.

სროლაში ვარჯიში, მიზნების ზუსტად განსაზღვრა არ აქვს მნიშვნელობა თავდაცვის მიზნით ვარჯიშობ თუ უბრალოდ განსატვირთად, ამაღლებს თავდაჯერებულობას და ზრდის თვითშეფასებას.

ფიზიკური და გონებრივი დისციპლინა

გაგიკვირდებათ მაგრამ, სროლა გონებრივი სპორტია. სწორედ ასე მიიჩნევს გამოცდილი მსროლებების 90%. სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: კონცენტრაცია, დაკვირვება, მობილიზება. რეგულარული ვარჯიში კი ამ უნარების გაღრმავებას და დისციპლინას უწყობს ხელს.

სპორტის ამ სახეობას შეუძლია ფიზიკური დისციპლინის შექმნა, რომელიც ჯანსაღთან ერთად სასიამოვნოც არის. ძალა, გამძლეობა, ხელის და თვალის კოორდინაცია ის უნარებია, რომელსაც მსროლელი ვარჯიშის დროს გამოიმუშავებს.

კონცენტრაცია 

ფოკუსირდე ერთ კონკრეტულ საკითხზე, მიზანზე, ორიენტირდე შედეგზე ცხოვრების სტრესული რიტმიდან გამომდინარე ხშირად ძალიან რთულია. ნელ სტატიკურ ან შორ მანძილზე სროლას გონებრივი სისხარტის განვითარება და კონცენტრაციის გაუმჯობესება შეუძლია.

ადრენალინი

ადრენალინი სტრესის ჰორმონია. მისი გამომუშავების დროს მნიშვნელოვნად ქვეითდება ტკივილის შეგრძნება. ამ ჰორმონის ფონზე ძლიერი ტრავმის დროსაც კი ადამიანმა შესაძლოა ვერაფერი იგრძნოს. სტრესულ გარემოში სწორედ ეს ჰორმონი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას.

გეჭიროს იარაღი, რომლიდანაც სროლა შეგიძლია ეს მართლაც ამაღელვებელია! ამ დროს თქვენს ორგანიზმში ადრენალინი იზრდება, სხეულში კი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

მხედველობა

სროლაში ვარჯიში დაგეხმარებათ არა მხოლოდ იპოვოთ რომელია თქვენი დომინანტური თვალი და გახდეთ უფრო გამოცდილი მსროლელი, არამედ ეს დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ხელისა და თვალის კოორდინირებული მუშაობა.

ბალანსი

სხეულის ბალანსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. სროლის პოზიციაზე უმოძრაოდ ყოფნა, სამიზნის განსაზღვრა წონასწორობის შენარჩუნებაში და ბალანსის პოვნაში დაგეხმარებათ.

განტვირთვა & გართობა

ჩვეულებრისამებრ ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ, რის გამოც სულ უფრო ნაკრები დრო რჩებათ გართობისთვის. განტვირთვა ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ამიტომ, რაც არ უნდა დატვირთული და მძიმე გრაფიკი გქონდეთ მნიშვნელოვანია ჰარმონიის პოვნა მარტო ან მეგობრების გარემოცვასთან ერთად.

და თუკი განტვირთვისთვის, ფიზიკური და გონებრივი აქტივობის გასაუმჯობესებლად ახალ სივრცეს ეძებთ ბეთლგრაუნდის სასროლეთს აუცილებლად უნდა ესტუმრეოთ.

აქ სროლას პროფესიონალი ინსტრუქტორებისგან დაკომპლექტებული გუნდი შეგასწავლით, რომელთაც სამართალდამცავ ორგანოებში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვეს.

სასროლეთი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მსურველებს ადგილზე ამერიკული ბრენდის 5.11 Tactical-ის ტანისამოსი დახვდებათ, რომლის შეძენაც ბეთლგდაუნდის მაღაზიაში შეუძლიათ.

სროლის კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული  გარდა იმისა, რომ უამრავ ინფორმაციულ სიახლეს მიიღებენ იარაღთან დაკავშირებით, მათ გადაეცემათ შესაბამისი კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved