• რეკლამა
  • კონტაქტი
10:39, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სროლა მარნეულის ბაზარში – დაჭრილია მამა-შვილი

ალია ავტორი - ალია
18:41 01-04-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
452

მარნეულის ბაზარში, ოქროს მაღაზიაში სროლა იყო. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მამა-შვილი დაიჭრა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი და ექიმების ინფორმაციით, მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

თვითმხილველები “პირველებს” უყვებიან, რომ არ უნახავთ როგორ შევიდა ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი, თუმცა დაინახეს, როგორ ტოვებდა ის შემთხვევის ადგილს. ირკვევა, რომ ვიდრე დაჭრილებს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა იქ მომუშავეებს უთხრა, რომ შეიარაღებულ პირს არ იცნობდა.

ახალი წელია, გვეგონა, სროლის ხმა მაგიტომ იყო. მერე დაჭრილი დავინახეთ. ეს ბიჭი 30 წლამდე იქნებოდა, აქ მუშაობდა, ოქროს ყიდდა. გასროლა იქით რიგში მოხდა. დედა იყო მოსული და კლინიკაში წაიყვანეს, – ამბობს ადგილზე დასაქმებული პირი. 

ერთ-ერთი ვერსიით, სროლა შესაძლოა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც საქმე დიდ ფულს ეხებოდა.

მომხდარის ადგილას პოლიციაა მობილიზებული – ბაზრის პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველი სტრუქტურები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ, რათა დაადგინონ თავდამსხმელის ვინაობა.

მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved