• რეკლამა
  • კონტაქტი
04:28, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სპორტი ახერხებს ჩვენს გაერთიანებას” – ზაზა ფაჩულიას განცხადება

ალია ავტორი - ალია
01:28 06-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
532

ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილი. ამ ფაქტს ეხმაურება ზაზა ფაჩულია:

,,მიღწევები და აღიარებები არის ის, რაც სპორტსმენებს ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, თუმცა როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ვფიქრობ, სპორტსმენები საკუთარ საქმეს ვაკეთებთ, იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ჩვენი საქმით წარმატების მიღწევა და თაობების ინსპირირება არის ყველაზე დიდი, რისი მიცემაც შეგვიძლია ქვეყნისთვის.

შემთხვევითი არ არის, ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი წარმატებული სპორტსმენი რომ გვყავს. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებით მოზარდებმა და სპორტსმენებმა დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი როლიც ამაშია, რომ მათ შთაგონება მივცეთ და სწორი გზა ვაჩვენოთ.

2007 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დავესწარი, რომელშიც მილანმა ლივერპული დაამარცხა. კახა კალაძემ იმ დღეს, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო მეორედ მოიგო და მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი მაშინ, ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს მომენტი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, ამდენი გახარებული ქართველის ნახვამ, ამ სიამაყემ ჩემზეც დადებითად იმოქმედა. წლების შემდეგ, როცა არჩევანი სხვადასხვა კლუბებს შორის გოლდენ-სტეიტ უორიორსზე შევაჩერე, ამის ერთ-ერთი მთავარი ინსპორაცია სწორედ ის წარმატება იყო, რომელსაც კახამ მიაღწია. მეც მქონდა ნატვრა, რომ გამეხარებინა ჩემი ქვეყანა და ხალხი ისეთივე ამაყი ყოფილიყო, როგორიც მე ვიყავი ათენში, ფინალის შემდეგ. ეს სპორტის და წარმატების ძალაა.

მიხარია, რომ წლების შემდეგ, იტალიაში, საკუთარი თვალით ვნახე, რა გავლენა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ჩემპიონობაზე, როგორ იქცა ის ათასობით მოზარდისთვის მთავარი ინსპირაციის წყაროდ და როგორ შემოატრიალა გულშემატკივარი ფეხბურთისკენ. ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა ეს წარუშლელ კვალს დატოვებს მოზარდებზე, სპორტის და ფეხბურთის გულშემატკივარზე.

სპორტი ახერხებს ჩვენს გაერთიანებას და მიღწეული წარმატებები ერთ მუშტად გვკრავს. მადლობა ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც საკუთარი კარიერით, გადაწყვეტილებებით და მიღწევებით ასახელებს ჩვენს სამშობლოს და მილიონობით ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

კიდევ ერთხელ, მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის! წარმატებები ჩვენს ქვეყანას! “

თეგები: ზაზა ფაჩულია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved