• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სპორ­ტსმე­ნებს და­ფა­სე­ბა არ აქვთ” – ლაშა ტალახაძე პოლიტიკაში მიდის?

ალია ავტორი - ალია
12:19 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ძა­ლო­სა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე OK-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას არას­ოდეს მო­ინ­დო­მებს და მუ­დამ სპორ­ტში დარ­ჩე­ბა. გარ­და ამი­სა, სპორ­ტსმენ­მა ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ რე­ა­გი­რებს კრი­ტი­კა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის გამო საზოგადოების ნაწილი მასზე გაბრაზდა.

„სი­მარ­თლე გი­თხრათ, სპორ­ტსმე­ნებს და­ფა­სე­ბა არ აქვთ. ვერ ვხე­დავ. მე მარ­თლა მაქვს ყვე­ლა­ფე­რი, არა­ფე­რი მაქვს სა­წუ­წუ­ნო, მაგ­რამ როცა ვხე­დავ სხვა სპორ­ტსმე­ნებს, არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ. დღეს მე­ო­რე აი­ღეს? მე­სა­მე? აუ­ცი­ლებ­ლად აი­ღე­ბენ პირ­ველ­საც, თუკი გვერ­დით და­უდ­გე­ბით. ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბით უნდა ყვე­ლას PR-ი გა­ი­კე­თოს.

მათ, ვინც ოლიმ­პი­ა­დამ­დე მი­აღ­წი­ეს, უდი­დე­სი შრო­მა გა­ი­ღეს ამ ყვე­ლა­ფერ­ში. მათ მი­მარ­თაც თუ გა­მო­ი­ჩე­ნენ ყუ­რა­დღე­ბას, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. მე მიდ­გას რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია გვერ­დით და მად­ლო­ბა მათ ამის­თვის. ალ­ბათ, ერ­თად გა­იზ­რდე­ბა ბიზ­ნე­სიც და სპორ­ტი­სად­მი ინ­ტე­რე­სიც. ჯერ ად­რეა ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რომ აი, ბიზ­ნე­სი მხარ­ში უდ­გას ქარ­თულ სპორ­ტს. ჩვენ მარ­თლა, სპორ­ტის გარ­და ვე­რა­ფერს ვა­ხერ­ხებთ, სა­მო­მავ­ლოდ უნდა ვარ­ჩი­ნოთ ოჯა­ხე­ბი. მე ახლა ვცდი­ლობ და­ვი­წყო რა­ი­მე ბიზ­ნე­სი, მეხ­მა­რე­ბი­ან ჩემი ძმა და მე­გობ­რე­ბი. და ყვე­ლას არ აქვს ეს ფუ­ფუ­ნე­ბა. იცით, რა ცუ­დად ვგრძნობ­დი თავს, როცა მე მი­ლი­ო­ნი მო­ვი­გე და მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლებ­ზე იყო მი­ზე­რუ­ლი თან­ხე­ბი? ისე გა­მი­ხარ­და საპ­რი­ზო თან­ხე­ბის გაზ­რდა, ვერ წარ­მო­იდ­გენთ!

– ლაშა, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ეხ­ვი­ეთ სკან­დალ­ში, მათ შო­რის – პო­ლი­ტი­კურ­ში… ძა­ლი­ან გა­გაკ­რი­ტი­კეს, ბევ­რმა გაგ­ლან­ძღათ კი­დეც….

– როცა ადა­მი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს და სა­ჯა­რო პი­რია, ალ­ბათ უნდა შე­ე­გუ­ოს, რომ ასე მოხ­დე­ბა. დღე­საც გა­ვი­ლან­ძღე ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის გამო – წყა­ლი გა­ი­კე­თაო, წე­რენ. გულ­წრფე­ლად, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი და გულ­თან მი­მაქვს. მინ­და ყვე­ლას ვუყ­ვარ­დე, ალ­ბათ ასე არ გა­მოს­დის არა­ვის. შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვგრძნობ ხოლ­მე თავს. იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა მინ­დო­და მე­პა­სუ­ხა, მაგ­რამ მახ­სენ­დე­ბა, რომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რს ვუყ­ვარ­ვარ და მარ­თლაც მად­ლო­ბა ყვე­ლას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის.

– ხომ არ ნა­ნობთ ამ პო­ლი­ტი­კურ ინ­სი­ნუ­ა­ცი­ებ­ში რომ გა­ეხ­ვი­ეთ?

– სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვნა­ნობ. არა­ფერ შუ­ა­ში ვარ მე პო­ლი­ტი­კას­თან და ვფიქ­რობ, რომ არც არა­სო­დეს ვიქ­ნე­ბი. ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემი ად­გი­ლი არის სპორ­ტში და მუ­დამ ასე იქ­ნე­ბა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved