• რეკლამა
  • კონტაქტი
11:16, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

სპეციალური შეთავაზებები Bridgestone საბურავებზე – იაპონური ბრენდი და  „თეგეტა“ თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ

ალია ავტორი - ალია
17:25 07-05-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

„თეგეტა“ „ბრიჯსტოუნთან“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, იაპონური ბრენდის ერთგულ მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში „ბრიჯსტოუნის“ საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ქეშბექი მოქმედებს, ხოლო ონლაინმაღაზიაში ამავე ბრენდის საბურავებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.

გარდა ამისა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს Bridgestone-ის ზაფხულის საბურავების ორი მოდელის შეძენა სპეციალურ ფასად შეეძლებათ – Bridgestone Dueler HT D840, ზომით 265/65R17 – 480 ლარი, ხოლო Bridgestone Turanza T005, ზომით 195/65R15 – 159 ლარი. სპეცშეთავაზებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი:  „საბურავების მწარმოებელ იაპონურ ბრენდთან 25-წლიანი თანამშრომლობის აღნიშვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გვინდა, რომ „ბრიჯსტოუნის“ მომხმარებლები წავახალისოთ და სხვადასხვა აქტივობა შევთავაზოთ. „ბრიჯსტოუნის“ პროდუქციის ძირითადი მახასიათებლებია: ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ბრენდის საბურავების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი: ზამთრის, ზაფხულის, სველ ან თოვლიან გზაზე გადაადგილებისთვის, ასევე – სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი. ამ ბრენდის პროდუქცია უსაფრთხო, საიმედო და კომფორტული მგზავრობის ყველა პირობას ქმნის. გარდა ამისა, ინოვაციური მიდგომებით შექმნილი საბურავები მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურება“.

„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი აქტივობების ფარგლებში განსაკუთრებული ფასები ბრენდის საბურავებზე მთელი საქართველოს მასშტაბით ივლისის ბოლომდე იმოქმედებს.  განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნად სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.

მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტის, „ბრიჯსტოუნის“ ოფიციალური დილერი „თეგეტა“ 1998 წელს გახდა. 2022 წლის მონაცემებით, „თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში „ბრიჯსტოუნის“ 71 000 ცალი საბურავი გაყიდა, ხოლო მიმდინარე წელს, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში – 40 000 ცალი.

კომპანია „ბრიჯსტოუნი“ 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დაარსდა. ის საბურავებს აწარმოებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის. დღეს კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისი მთავარი მახასიათებლები წარმოების ხარისხი და ინოვაციურობაა.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში „ბრიჯსტოუნის“ საბურავების შეძენისას უსასრულო გარანტია მოქმედებს.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved