• რეკლამა
  • კონტაქტი
09:38, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული საქმე, რომელიც მიშა მშვილდაძეზე ძალადობას ეხება, სასამართლოში გაიგზავნა

ალია ავტორი - ალია
17:25 09-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
243

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ.გ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედება 2023 წლის 27 ივნისს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტელეკომპანია ,,ფორმულას“ დამფუძნებლის მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობა, სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის უშუალო ჩართულობით გადამოწმებული იქნა გამოძიების ყველა შესაძლო ვერსია, რა მიზნითაც საქმეზე არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იდენტიფიცირდა და სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილი იქნა 23 კერძო ობიექტის და საჯარო უწყების ათეულობით სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი, ასევე ცალკეულ ვიდეოკადრებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, გამოიკითხა 21 მოწმე. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, ასევე გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული იქნა საქმესთან შემხებლობაში მყოფი 4 პირის საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონი.

საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტები და მასალები, რის შედეგადაც ვერ დადგინდა სხვა პირის/პირთა ბრალეულობა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუდმივად უზრუნველყოფდა დაზარალებულის და ადვოკატის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში. დაზარალებული და მისი უფლებადამცველი სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას და დოკუმენტს 7-ჯერ გაეცნო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე 2023 წლის 28 ივნისს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ.გ., რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: მიშა მშვილდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved