• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური – გათბობის სისტემა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია

ალია ავტორი - ალია
12:58 11-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს. ამის შესახებ­ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გათბობასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება „TV პირველის“ „შაბათის ეთერით“ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას.

პირველ რიგში, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.

ამასთან, მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის წერილით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე შეუძლოდ გახდა საკანში, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება; მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს კი, შეუძლოდ ყოფნის თაობაზე არ მიუმართავს სამედიცინო პერსონალისთვის და, შესაბამისად, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved