გია გაჩეჩილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დრო გაიხსენა. ამ თემაზე მუსიკოსმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.
„სპეციალური განყოფილება იყო შექმნილი გაჩეჩილაძეების გვართან დაკავშირებით, რომელშიც სადღაც 50 კაცი [მუშაობდა]. გარშემო კაცი არ დამიტოვეს, ვინც არ დაიჭირეს. ამას ყველაზე ძალიან განვიცდიდი, იმიტომ, რომ ეს ჰქონდათ ყველაზე ცუდი – შენთან არ მოდიოდნენ და ხელს არ გკიდებდნენ, გარშემო გიქმნიდნენ ყველანაირ პრობლემას და შენ კიდევ საკუთარ თავს ადანაშაულებდი ამაში“, – იხსენებს გაჩეჩილაძე.
კომენტარები