• რეკლამა
  • კონტაქტი
21:17, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სპეციალურად მდინარაძისთვის – პასუხგაუცემელი კითხვები ხორავას საქმიდან!

ალია ავტორი - ალია
18:17 02-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ცოტა ხნის წინ, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძეს პროკურატურასთან და ახალ მთავარ პროკურორთან კითხვები არა აქვს.

მდინარაძეს ავიწყდება რომ სასამართლო პროცესზე ახალი გვარი ამოტივტივდა – გვარი, რომელსაც სარალიძე ამდენი წელია ახსენებს – მენაბდე და მენაბდის მონაწილეობის გამოძიება ხორავას საქმეში – არათუ დასრულებული, დაწყებულიც არ არის.

მდინარაძეს ავიწყდება, რომ არათუ დასრულებული, დაწყებულიც არ არის სკოლის როლის დადგენა ხორავას საქმეში!

და მთავარი – გუგუშვილი, ფხაკაძე და კიდევ ათზე მეტი მაღალჩინოსანი პროკურატურასა და შსს-დან – გვარები, რომლებმაც საქმე გააყალბეს! ადამიანები, რომლებიც ჯერ ისევ პროკურატურაში მუშაობენ, ადამიანები, რომელთა ქმედებაზეც შოთაძემ პასუხისმგებლობა აიღო და ახლა, როცა ამ პასუხისმგებლობას ვადა გაუვიდა და დაბრუნდა – ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს!

სამოხელეო დანაშაულის გამოძიება ამდენი წლის მერეც კი – დაწყებული არ არის.

სარალიძემ თქვა, მოვიდეს და გამოასწოროსო – თორემ, გამოასწორა და მოვიდესო კი არა, ბატონო მამუკა.

ეს იმ კითხვათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ზაზა სარალიძეს შოთაძესთან აქვს!

ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ინტერვიუს ნაწყვეტი:

“დიახ, სარალიძე აღარ მართავს აქციებს და აღარ მიმართავს პროტესტის იმ უკიდურეს ფორმებს, რასაც მიმართავდა თავდაპირველად. საზოგადოებიდან მესმის „დაიღალა“, „შეწყვიტა ბრძოლა“, მეტიც – თითქოს ის გაურიგდა ხელისუფლებას და ა.შ..

მე მინდა განვაცხადო: სარალიძეს არასდროს ჰქონია პოლიტიკური მიზნები და ის არ იბრძოდა იმისათვის, რომ გვეხილა სარალიძე პოლიტიკაში. იმ შემთხვევაში, თუ მისი გარკვეული მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა და შესაძლებლობა გვექნებოდა დავბრუნებოდით სამართლებრივ ჩარჩოებს და სარალიძე მაინც გააგრძელებდა პროტესტის უკიდურეს ფორმას – იქნებოდა ეს აქციები თუ პოლიტიკურ პარტიებთან დგომა – ასეთ შემთხვევაში ექნებოდა მას პოლიტიკური მიზანი. ახლა, როგორც კი დაინახა მისდამი გადმოდგმული ნაბიჯები და გარკვეული შედეგების მიღწევა, ის დაუბრუნდა სამართლებრივ ჩარჩოებს.

თუმცა, აქვე განვაცხადებ ერთსაც – ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევწყვიტეთ ბრძოლა. არამც და არამც! ხორავას ქუჩის საქმეში უმთავრესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ამით არ სრულდება არანაირად ეს საქმე.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ეს არის სამოხელეო დანაშაული. რამ მიიყვანა ეს საქმე იქამდე, რომ ასეთი უსამართლობის გრძნობა ჰქონდა დაზარალებულს, რომ პროტესტის ასეთ ფორმებს მიმართა? სწორედ სამოხელეო დანაშაულმა! სწორედ იმ თანამდებობის პირებმა, რომლებმაც ხელი შეუწყეს საქმე აქამდე მოსულიყო. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ბოლო კითხვას არ გაეცემა პასუხი.

არამც და არამც სარალიძეს ბრძოლა არ შეუწყვეტია. ის ამ ეტაპზე მშვიდობიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში აგრძელებს ბრძოლას და ადევნებს თვალყურს როგორ განვითარდება პროცესები“.

და თუ “ალია” მართალია და სარალიძე არც ნაცია და არც ქოცი – მერე? გეგმა “ბ” გაქვთ?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved