• რეკლამა
  • კონტაქტი
03:14, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოზარი – ისევ ომბუდსმენად?! რა ვერსიას განიხილავს „ოცნება“?

ალია ავტორი - ალია
17:41 07-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
388

ანი დვალიშვილი

საზოგადოება საპარლამენტო უმრავლესობიდან და ზოგადად, პარტიიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლამაც გააოცა, თუმცა გასაოცარი არაფერია. შემოდგომაზე პარლამენტი ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებს დაიწყებს და როგორც გვეუბნებიან, „ოცნებას“ ძალიან სურს, ამ პოსტზე… სუბარი იხილოს. სოზარს გამოცდილება აქვს, ომბუდსმენი ნაციონალური მოძრაობის დროს იყო, მაგრამ რამდენად მისცემენ დასავლელი პარტნიორები ამის უფლებას, ძნელი სათქმელია. აი, თუ სუბარმა შემოდგომაზე დეპუტატის მანდატზე უარი თქვა (ეს ვერსიაც განიხილება), ის ლომჯარიას ადგილისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ომბუდსმენის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი ძალები არ ეყოფა, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ სუბარის კანდიდატურას მხარს „გირჩიც“ დაუჭერს, „მოქალაქეებიც“ და პატრიოტთა ალიანსის სახელთ შესული დეპუტატებიც.

„ოპოზიციას არ უნდა აღიაროს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უტოპიაა. ხელისუფლებამ დღესვე რომ თქვას თანხმობა არჩევნების ვადამდე ჩატარებაზე, კანონის მიხედვით, ის მომავალი წლის მაისამდე არ გაიმართება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნები ოფიციალურ არჩევნებამდე, 1 წლით ადრე უნდა გაიმაართოს, რაც არც ლოგიკაში ჯდება და არც დასავლეთი დაუკრავს ტაშს. ახლა ოპოზიციის გამოსავალი მიტინგების გაწელვა და ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგებაა, მაგრამ დროში გაწელილი მიტინგები, ყოველთვის ხელისუფლებაზე მუშაობს, რადგან მომიტინგეებს არც რესურსი ჰყოფნით და არც ნერვები“, – ეუბნება „ალიას“ „ოცნების“ მააღალჩინოსანი.

სამაგიეროდ, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია მხნედ. მათ ზუსტად იციან, რომ ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა ნულს ქვემოთ არის, მაგრამ მათი გათვლით, ეს არ იციან იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც „ევროპა, ევროპას“ ძახილით რუსთაველი რამდენჯერმე გაავსეს. ამიტომ, იმედი სწორედ ამ ახალგაზრდებზეა, მათ ევროპის სახელით, ბოლომდე უნდა გააგრძელონ ბრძოლა და თუ ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებს და დარბევა მოხდება, ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგში ძალიან მარტივად დადგება.

თეგები: სოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved