• რეკლამა
  • კონტაქტი
05:58, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოციალური დახმარების მისაღებად ქულების მინიჭების მეთოდოლოგია იცვლება

ალია ავტორი - ალია
11:24 04-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით,სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების მისაღებად ქულების მინიჭების მეთოდოლოგია და ადმინისტრირების წესი იცვლება. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა.

“დღეს სოციალურ დახმარებაზე მომართვიდან სამი თვე სჭირდება იმას, რომ დაგენერირდეს ქულა და მიიღოს მოქალაქემ პირველი გასაცემელი. ბუნებრივია როცა ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს ეს საკმაოდ დიდი დროა, როცა დახმარებას ვერ იღებს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირებაში ცვლილებას, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ეს პერიოდი. კერძოდ, სოციალური დახმარების მიღებიდან გაცემამდე დრო ერთ თვემდე შემცირდეს.

ეს მეთოდოლოგია, რომლითაც მოქალაქეების მოწყვლადობის შეფასება ხდება 2015 წელსაა შემუშავებული. განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები ისეა შეცვლილი, რომ საჭიროა ამ მეთოდოლოგიის ცვლა, რომ სწორად და კარგად დავინახოთ საჭიროებები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტებთან ერთად 2015 წელს შემუშავდა და ითვლება, რომ წარმატებულია, ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად მეთოდოლოგიის დამიზნება უარესდება. ჩვენი მიზანია კარგად, დროულად და სწორად დავინახოთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროება. ამიტომ სხვადასხვა ცვლადებია და განმაპირობებელი კრიტერიუმები რომლითაც ფასდება ავტომატურად წინასწარ განსაზღვრული ქულების და კრიტერიუმების მიხედვით.

დღეს თუ მცირე რაოდენობის კრიტერიუმებით ხდება შეფასება, გაფართოვდება კრიტერიუმების მრავალფეროვნება და უკეთესად მოხდება საჭიროებების დანახვა. ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ბაზაში და ვერ დაინახა სისტემამ მათი მოწყვლადობა, იმ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ სისტემამ ეს სწორად დაინახოს.”, – ამბობს ბარკალაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved