• რეკლამა
  • კონტაქტი
13:49, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოციალურ სამსახურში გვითხრეს, ბავშვები ოჯახიდან უნდა წავიყვანოთო – მრავალშვილიანი მამა

ალია ავტორი - ალია
12:11 12-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ლაგოდეხში, სოფელ თელაში ერთი მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. ერთი შეხედვით, მათი გასაჭირიც ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახის მსგავსია, მაგრამ ყველა გასაჭირს რეალური გმირები ჰყავს, ეს გმირები კი მცირეწლოვანი ბავშვები არიან, რომლებსაც ახალი წლის დღეებში ტკბილეული კი არა, შეიძლება პური არ ჰქონდეთ…

აღარაფერს ვამბობთ, მათ საცხოვრებელ პირობებზე. ინგა და თეიმურაზ ტაბატაძეებს ხუთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. უფროსი ბავშვი 9 წლის ასაკშია, ხოლო ყველაზე პატარები, ტყუპები 2 წლისანი არიან. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი, თეიმურაზ ტაბატაძე „პრაიმტაიმს” უყვება, რომ უფროსს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ის შშმ ბავშვია.

„ძალიან მძიმე პირობებში ვცხოვრობთ. მე ინსულტი გადავიტანე და ერთი თვეა, ძლივს წამოვდექი ფეხზე. ბავშვს ურთულესი პრობლემები აქვს. ახლა პენსიაც შეწყვეტილი აქვს, არადა, ერთი თვის განმავლობაში, ჩემი და მისი წამლებისთვის, თითქმის 800 ლარი გვჭირდება. მე ვერ ვმუშაობ, სოციალური დახმარების იმედზე ვართ, ისიც საკვებად ძლივს გვყოფნის. ხშირად, ბავშვები მშივრები არიან” – ამბობს ტაბატაძე.

მრავალშვილიანი ოჯახი, 60 წლის წინ, აშენებულ სახლში ცხოვრობს. ოჯახს არ აქვს მინიმალური საცხოვრებელი პირობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ტანსაცმელსა და სათამაშოებს, არასრულწლოვან ბავშვებს, მეზობლები და ახლობლები აძლევენ.

„ძირითადად, მეზობლები გვეხმარებიან. სასკოლო ასაკისებსაც მეზობლები ამეცადინებენ, რადგან სახლში არც კომპიუტერი გვაქვს და არც ტელეფონი. ტანსაცმელსაც სხვები ჩუქნიან. ჩვენ არაფრის შეძენა არ შეგვიძლია, წესიერი საწოლი და სკამიც კი არ გვაქვს. გაზიც გადაჭრილი გვაქვს გადაუხდელობის გამო” – ამბობს მრავალშვილიანი მამა.

თეიმურაზ ტაბატაძე ჰყვება, რომ რამდენიმე თვის წინ, სოციალურმა სამსახურმა, მშობლებს, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წინადადებით მიმართა.

„სოციალურ სამსახურში თანამშრომელი გვეუბნებოდა, ბავშვებს გავიყვანთო, მაგრამ ჩვენ გვინდა შვილები სახლში გვყავდეს. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან, რომ ეს ასე არ მოხდეს. ჩვენი ამბავი რომ გაიგეს, მერიაც ჩაერთო”- თქვა მამამ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, რომ ოჯახის მძიმე ყოფის შესახებ, ინფორმაცია აქვთ და კონკრეტული დახმარების გაწევასაც გეგმავენ.

„საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ბიუჯეტი არ ითვალისწინებს. ამიტომ, გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი საკუთარი ძალებით, სახლის ორი ოთახი და სამზარეულო მოვუწესრიგო. ასევე, აუცილებელ გამოკვლევაზე გავაგზავნეთ, ოჯახის დიასახლისი და ბავშვი, იმისათვის, რომ მისთვის პენსიის აღდგენა მოხდეს“ – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად, საზოგადოებას გაერთიანებისაკენ მოუწოდა, თელავში მცხოვრებმა მარტოხელა მამამ, დავით მოსიაშვილმა. ჩვენ ვაგროვებთ მათთვის გარკვეული თანხას, საკვებს, ავეჯს, ტანსაცმელს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვები მშივრები აღარ იყვნენ.”- განაცხადა მოსიაშვილმა.

ტაბატაძეების ხუთი მცირეწლოვანი შვილი ახლა, საზოგადოების მხარდაჭერის მოლოდინშია.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved