თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ჰოსპიტალის შენობასთან რამდენიმე უპატრონო ძაღლი ცხოვრობდა და როდესაც მისგან დეპუტატი, ადვოკატი, ან ვინმე განცხადების გასაკეთებლად გავიდოდა, „ძალიან საყვარელი ცუგა, ყოველთვის შედიოდა კადრში და ყეფას იწყებდა“.
როგორც სააკაშვილმა თქვა, „როცა მას ახალი წელი მიულოცეს და მანაც გადასძახა, ცუგა იქაც იდგა და მას ახშობდა“.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ის ქუჩის ძაღლია აღბეჭდილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმას ახშობდა.
„ფეისბუქ“ მომხმარებლები წერენ, რომ ფოტოზე გამოსახული ცხოველი სწორედ ის ძაღლია, რომელზეც ექსპრეზიდენტმა დღეს სასამართლო პროცესზე ისაუბრა.














კომენტარები