• რეკლამა
  • კონტაქტი
16:33, კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოსო ალავიძის კომპანიამ “რკინიგზისგან” 7.8 მილიონიანი კონტრაქტი სავარაუდოდ მის კომპანიაზე მორგებული ტენდერით მიიღო – TI

ალია ავტორი - ალია
13:27 05-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
356

თბილისის შს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ ალავიძის კომპანიამ „საქართველოს რკინიგზისგან“ 7.8 მლნ ლარიანი კონტრაქტი სავარაუდოდ მის კომპანიაზე მორგებული ტენდერის გზით მიიღო – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ამ ტენდერში „საქართველოს რკინიგზის“  შესაძლო დარღვევები შეისწავლა.

კვლევაში ნათქვამია, რომ რკინიგზამ დაცვის მომსახურებაზე 20 წლიანი გამოცდილება მოითხოვა, რამაც კონკურენცია შეზღუდა.

“2018 წლის შემდეგ, პირველად, „საქართველოს რკინიგზამ“ დაცვის მომსახურებაზე ტენდერი 2023 წლის 8 თებერვალს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 7,797,855 ლარი განისაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ  გამარტივებული შესყიდვის ნაცვლად, ტენდერის გამოცხადება კარგი პრაქტიკაა, მაგრამ ტენდერი მაქსიმალურად კონკურენტულ საფუძვლებზე უნდა გამოცხადდეს, რათა რომელიმე მიმწოდებელი კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

8 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიამ“ მიიღო, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იოსებ (სოსო) ალავიძეა. იოსებ ალავიძეს 1997-2001 წლებში თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. კომპანია შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ იოსებ ალავიძემ 1997 წელს დააარსა 4 პარტნიორთან ერთად.

„საქართველოს რკინიგზის“ დაცვის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში „ინტერსექიურითი-ჯორჯიამ“ საფასო შეთავაზება ზუსტად 7,797,855 ლარი, ანუ ტენდერის მაქსიმალური ღირებულება წარადგინა. იმის გამო, რომ  კონკურენტი არ ჰყავდა, კომპანიას კონტრაქტი ზუსტად ამ თანხაზე გაუფორმდა და შემსყიდველმა ტენდერის სავარაუდო ღირებულებიდან ეკონომია ვერ გააკეთა.

სწორედ ეს გარემოებაა საინტერესო, რატომ მიიღო ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ პრეტენდენტისგან (მიმწოდებელი კომპანია) არანაკლებ 20 წლიანი უწყვეტი გამოცდილება მოითხოვა. ამასთან, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა  2021 – 2022 წლების პერიოდში, ანალოგიური (დაცვის მომსახურება ცოცხალი ძალით) მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის ღირებულებაც ჯამურად მოთხოვნილი წლების განმავლობაში არ უნდა ყოფილიყო  3 მლნ ლარზე ნაკლები, საიდანაც 1 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულება 1 მლნ ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

ნიშანდობლივია, რომ 2014-2017 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში „საქართველოს რკინიგზა“ 20 წლიან გამოცდილებას ან 3 მლნ ლარის მომსახურების გაწევის გამოცდილებას არ ითხოვდა. პრეტედენტს მხოლოდ ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება უნდა ჰქონოდა.” – ნათქვამია “გამჭვირვალობის” კვლევაში.

თეგები: სოსო ალავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved