• რეკლამა
  • კონტაქტი
07:33, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SOS !! მოზარდი ამბობს, რომ თბილისის ტბაზე ბანაობის შემდეგ, სახეზე გამონაყარი გაუჩნდა

ალია ავტორი - ალია
14:47 06-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

სოციალური ქსელში, სამედიცინო ჯგუფში გავრცელდა ფოტო, რომლის ანონიმური ავტორიც წერდა, რომ თბილისის ერთ-ერთ ტბაზე ბანაობის შემდეგ სახეზე გამონაყარი გაუჩნდა.

„პრაიმტაიმი“ თბილისში წყლების მონიტორინგის შედეგებითა და ამ კონკრეტული შემთხვევით დაინტერესდა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიმარტეს, რომ პანდემიის გამო საბანაო სეზონი ოდნავ მოგვიანებით გაიხსნება, შესაბამისად, წლის სინჯები აღებული ჯერ არ არის.

„საბანაო სეზონის დაწყებას ველოდებით. აქამდე მაისის ბოლოს ვიღებდით წყლის სინჯებს, პანდემიის გამო ცოტა გადაიწია, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში მოხდება“, – ამბობენ სააგენტოში.

რაც შეეხება დერმატოლოგს, მისი შეფასებით, კონკრეტული შემთხვევა წყალთან კავშირში არ არის და საერთოდაც, მხოლოდ უკიდურესად დაბინძურებულ წყალს შეუძლია კანის დაზიანება, რაც ჩვენს რეალობაში წარმოუდგენელია.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისში წყალი ასე არ ბინძურდება და ამას წინა კვლევებიც ცხადყოფს.

„კანის წყლით ინფიცირება წარმოუდგენელია. კანის პრობლემებს იწვევს მზის სხივები, არასწორი გარუჯვა, არასწორად წამოწოლა და ა.შ.

რაც შეეხება სინჯების აღებას, ამას თავისი გრაფიკი აქვს. დაბინძურებული ყოველთვის ცხადდება. დაბინძურებულმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციები. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ რუჯის მიღება არ შეიძლება 12:00-დან 15:00 საათამდე, როცა მზე ზენიტშია.

ხალხი დიდი ხანია, რაც სახლშია გამოკეტილი, მაგრამ მზესაც მოფრთხილება უნდა“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ დერმატოლოგმა, სოსო კობახიძემ.

“ალია” – მოზარდი არ ამბობს, რომ ის რუჯს იღებდა, იგი ამბობს, რომ ბანაობდა, შესაბამისად, იმის დადგენა, ეს გამონაყარია, დამწვრობა, თუ ინფექცია, ექიმის კონსულტაციის გარეშე შეუძლებელია.

რაც შეეხება სინჯებს, მართალია ტურისტული სეზონი გადავადდა, მაგრამ არც ტბაში ჩასვლაა აკრძალული და არც გარეთ გასვლა – შესაბამისად, გაუგებარია განცხადება, რის საფუძველზე გვიანდება წყლის სინჯების აღება. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დებდნენ ადამიანები ზღვაზე და ტბაზე გადაღებულ ფოტოებს და თუ საბანოა სეზონი გახსნილი არ არის და სინჯებიც არ აგვიღია, მაშინ სანაპირო ზოლი გაკონტროლდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved