ერთი თვე სოფელი მუშევანი და გეტა ჩაკეტილი დარჩება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღესდღეობით საჭიროა, რომ სოფლები ჩაკეტილი იყოს.
„სოფელი მუშევანი და გეტა ჩაკეტილი დარჩება ორი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, სანამ ყველას არ გამოვიკვლევთ. ბოლო შემთხვევიდან ორი 14-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ამ სოფლების გახსნის საკითხი დაისვას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები