ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც დაკვამლიანების დროს სახლის დატოვება ვერ შეძლო.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა.
კომენტარები