ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი გამოყვანა უვნებლად მოხერხდა.
ადგილზე სამაშველო სამსახური, პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.
ხანძნრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ძველი ელექტრო გაყვანილობაა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია.














კომენტარები