საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს, 17 იანვარს, ოფიციალურად განახლდა. თუმცა, დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი სოფლის სკოლებში მოსწავლეების დიდი ნაწილი ვერ გამოცხადდა.
მაგალითად, სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის შენობა მთლიანად თოვლშია ჩაფლული. სოფლის გზა ამ დროისთვის გაწმენდილი არ არის, რის გამოც ბავშვებმა სკოლაში წასვლას ვერ მოახერხეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.















კომენტარები