• რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სომხეთში სურბ სარქისს – შეყვარებულების დღეს აღნიშნავენ – რატომ არის ქარი ამ დღეს

ალია ავტორი - ალია
23:06 02-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

როცა თბილისში თებერვლის ძლიერი ქარი დაუბერავს, ყველა ბებიას ერთი ახსნა აქვს: ,,სურფ-სარქისი დიწყო”.  

სურბ სარქისი, რომელსაც თბილისში სურფ-სარქისი დაერქვა, წმინდა სარქისს, ახალგაზრდებისა და სიყვარულის მფარველის ხსენების დღეა. ყოველწლიურად, ამ დღესასწაულს სომხური სამოციქული ეკლესია, დიდი მარხვის დაწყებამდე 3 კვირით ადრე აღნიშნავს. წელს სურბ სარქისი 8 თებერვალს დაემთხვა, შეიძლება ამიტომაა ასეთი ძლიერი ქარი… 

მაგრამ რა შუაშია ქარი და სიყვარული? 

პასუხი ამ კითხვაზე,  ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ პატრა ხალხურ ლეგენდებშია დამალული. ერთ-ერთის თანახმად, სახელგანთქმული სარდალი სარქისი თავის 39 მამაც ჯარისკაცთან ერთად, კიდევ ერთ გამარჯვებას, იმპერატორის სასახლეში აღნიშნავდა. როცა მეომრებს ჩაეძინათ, რომის იმპერატორმა 40 ქალს მათი მოკვლა დაავალა. 39-მა ლამაზმანმა შეასრულა თავისი დავალება. ხოლო მეორმეცემ ვერ გაუძლო მძინარე სარქისის სახის მშვენებას. ქალს ქანახვისთანავე შეუყვარდა სარქისი და მოკვლის მაგივრად, აკოცა მას. 

როცა სარქისს გაეღვიძა, მან უმალ ჩაჰკიდა მშვენიერ ქალს ხელი, ცხენზე ამხედრდა, გაანგრია ქალაქის კარიბჭე, გამოიძახა ქარიშხალი და სამუდამოდ დატოვა მტრების ბუდე. 

Არსებობს Კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც სურბ სარქისსა და ქარს უკავშირდება.
Როგორც ლეგენდა იუწყის, ღარიბ აშუგს გარიბს შახ-სანამე, მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი უყვარდა. Გოგონაც ეტრფოდა მას, თუმცა მამამისი ქორწინების წინააღმდეგი იყო. Მაშინ აშუგმა გადაწყვიტა სხვა ქვეყნებში წასულიყო, გამდიდრებულიყო და ასე შეერთო საყვარელი ქალი ცოლად. Წასვლამდე, შეყვარებულებმა ფიცი დადეს, რომ 7 წელი შახ-სანამე დაელოდებოდა საყვარელს, თუმცა, თუ ის ერთი დღით მაინც დაიგვიანებდა, ქალი სხვა კაცს გაყვებოდა ცოლად. Აშუგი წავიდა და მართლაც შეასრულა თავისი პირობა. 7 წელი ის დღე და ღამე დაუღლელად შრომობდა. Გზად სახლისკენ, მას არა ერთი სირთულე შეხვდა. Დრო იწურებოდა და როცა აშუგს ბოლო იმედიც ტოვებდა, მან ლოცვით მიმართა წმინდა სარქისს. Წმინდანი მას, ცხენზე ამხედრებული, ქარიშხლად გამოეცხადა, აშუგიც ცხენზე შემოსვა და შახ-სანამესთან გააქროლა. Როცა ქალის მამა დარწმუნდა, რომ აშუგი არა მხოლოდ შრომისმოყვარე, არამედ სასწაულმოქმედიც არის, მან დალოცა წყვილი, რომელმაც დარჩენილი ცხოვრება ბედნიერ სიყვარულში გაატარა.

Სურბ სარქისისს არა ერთი  საინტერესო ტრადიციაც უკავშირდება. 

დღესასწაულამდე, მორწმუნეები ხუთი დღე მარხულობენ. 

ამასთანავე, სურბ საქისის წინა ღამით, ახალგაზრდები მარილიან ბლინს მიირთმევენ რის შემდეგაც, დაძინებამდე სხვა საკვებს და სასმელს არ იღებენ. Ტრადიციის თანახმად, სიზმარში, ისინი თავის ბედს ნახავენ. 

ამას გარდა, Მორწმუნეებს სჯერათ, რომ მარხვის ბოლო დღეს, წმინდანი, თავის შეყვარებულთან ერთად, ყველას სახლში მიდის. აქედან გამომდინარე, მას სახურავზე ან შემწვარი ხორბლის ფქვილს (პახინდზი) ან მისგან დამზადებულ ფაფას ახვედრებენ. დილით ამოწმებენ დატოვებულ ლანგრებს. მათ, ვინც ნალის კვალს აღმოაჩენს, ძალიან იღბლიანი წელი ექნება.

Რაც შეეხება შეყვარებულ წყვილებს, ისინი ერთმანეთს საჩუქრებს უკეთებენ და ცდილობენ დღე ერთად, რომანტიულ გარემოში გაატარონ.   
 
Მე-19-ე და მე-20-ე საუკუნეებში, სურბ სარქისს თბილისშიც აღნიშნავდნენ. Როგორც ჩანს სურფ-სარქისობა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო. 1876 წელს გაზეთი „დროება“ 6 თებერვლის ნომერში შემდეგს წერს: 

„წარსულ შაბათს, იანვრის 30-ს, სურფ-სარქისობა იყო. ეს დღესასწაული თფილისში დიდი დღესასწაულია და ხალხი ისე ხდილობს როგორც მთაწმინდობას და კვირაცხოვლობას და უფრო უმეტესათაც.
მთელი კვირის განმავლობაში უწყვეტელათ ხალხი დაიარება, გალავანში ავათმყოფები უთევენ და პარასკევ-შაბათს ხომ თათრის მეიდნიდამ აბანოების გზები და მთელი სეიდაბადის ქუჩები ხალხით სავსეა”.
Ამას გარდა, თბილისში, გრიშაშვილის 30-ში, წმინდა სარქისის სახელობის ეკლესიაც კი იდგა. გრიშაშვილის ქუჩასაც, მაშინ სურბ სარქისის ქუჩა ერქვა. დღეს, ეკლესიის ნაცვლად, სახცოვრებელი სახლი დგას.

,,ესპერსონა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved