სომხეთმა, ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა ქალაქ ალმათიდან საკუთარი ჯარები გაიყვანეს და მუდმივი დისლოკაციის ადგილას დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტაჯიკმა და სომეხმა ძალებმა ყაზახეთი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით დატოვეს, ხოლო ყირგიზი ჯარისკაცები სამშობლოში სახმელეთო საზღვრის გავლით დაბრუნდნენ.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გასვლა ყაზახეთიდან 13 იანვარს დაიწყო და 10 დღე გაგრძელდება.
ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევადი გაზის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო, ორი დღის შემდეგ კი მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაპატიმრებულია.
კომენტარები