სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მთიან ყარაბაღში რასობრივი დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დაცვა მოითხოვა. ამის შესახებ Deutche Welle წერს.
სომხეთის სთხოვს საერთაშორისო სასამართლოს, რომ მან დაავალდებულოს ილჰამ ალიევის ხელისუფლება, რომ ნებისმიერ მსურველს მთიანი ყარაბაღის დატოვების შესაძლებლობა მისცეს, სომხეთის მოსახლეობასთან გაეროს და წითელი ჯვრის თანამშრომლების წვდომა მისცეს და კომუნალური სისტემების აღდგენა უზრუნველყოს.
ასევე ერევანი ითხოვს, რომ ბაქომ ის საბუთები ცნოს, რაც მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობას მისცა და თავი შეიკავოს რეგიონის პოლიტიკოსების და სამხედრო პირების წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებებისგან მთიანი ყარაბაღის გაუქმების შემდეგ.
გარდა ამისა, ერევანი მოითხოვს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა და სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო ობიექტები დატოვონ და არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს სომხეთის კულტურული ძეგლების განადგურება.
ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გაეროს საერთაშორისო მისიის გაგზავნას დათანხმდა, რომელიც რეგიონში უახლოეს მომავალში ჩავა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს მთიანი ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ განაცხადა. ერთი დღის შემდეგ რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წინააღმდეგობას წყვეტს.
ამის შემდეგ მთიანი ყარაბაღიდან სომხების მასიური გამოსვლა დაიწყო. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგიონიდან სომხეთში უკვე 100 ათასამდე ლტოლვილი გადავიდა.
კომენტარები