სომხეთის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის პრეზიდენტი ვერ აირჩია. მმართველ ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმებას“ დეპუტატების ხმები არ ეყო – პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა, მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მხოლოდ 69 ხმა მიიღო.
მეორე ტური დღესვე გაიმართება. კონსტიტუციის თანახმად, პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 107-მანდატიანი პარლამენტის ხმების სამი მეოთხედი უნდა მიეღო, მეორე ტურში კი მხოლოდ ხმების სამი მეხუთედის მიღებაა საჭირო, რისთვისაც „სამოქალაქო შეთანხმების“ 71 ხმა საკმარისი უნდა იყოს.
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 23 იანვარს გადადგა.














კომენტარები